Загрузка...
მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი


2:08 AM
მორის ფოცხიშვილი - თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი
შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან,
ხალხს გააგონე შენი სიმღერა,
იქ განეცხადე
შენს მრევლს სულმნათად,
სადაც ქართული სისხლი იღვრება.

შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან?!

იქ უნდა იყო, სადაც სხვა არი,
სადაც ზღვა არი
ძმათა მრავალთა, -
იქ უნდა შეკრბეს ქართვლის ლაშქარი,
იქ უნდა სჭედდე
შენ შენს სამართალს...

თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი,
თუ ერი შენი ისევ მგოსნად გთვლის,
იქ უნდა ენთო, როგორც სანთელი
ხატად შერაცხულ სამშობლოსათვის...
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

აწ იქ თუ შეგძრავს
ვით შუქს გენია,
ექო „ლაშქრულის“ და „ლილეოსი“,
იქ უნდა მოკვდე,
სადაც კვდებიან
თავისუფალი საქართველოსთვის!
თუ ხარ კაცი და
თუ ხარ ქართველი!

რძით მშობლიურით, ჯვარზე ოცნებით,
დედამ ქართველმა თუკი გაგზარდა,
ადრე თუ გვიან, როგორც მლოცველი,
უნდა მიხვიდე ქართულ ტაძართან!
იქ უნდა მოკვდე
როგორც ქართველი!

იქ უნდა შესძრა შენი სამარე,
იქ უნდა ჰპოვო შვება შვებისა,
იქ უნდა აღსდგე,
როგორც ლაზარე,
სულის ქართულის განახლების ჟამს!
შენ აქ რა გინდა,
ჩემს სასთუმალთან!



გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1375 | დაამატა: koxo | ტეგები: თუ ხარ კაცი და თუ ხარ ქართველი, ლექსი, leqsi, ლექსები, მორის ფოცხიშვილი, leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0