Загрузка...
მორის ფოცხიშვილი - ჩუმად - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:46 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მორის ფოცხიშვილი - ჩუმად


2:11 AM
მორის ფოცხიშვილი - ჩუმად
მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2150 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, ლექსები, leqsebi, focxishvili, moris focxishvili, ჩუმად, leqsi, მორის ფოცხიშვილი | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0