Загрузка...
მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:19 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი


1:18 PM
მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: ,,ვინ ვის?'' ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1531 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, ლექსები, სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, leqsebi, მურმან ლებანიძე, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0