Загрузка...
პაოლო იაშვილი – წერილი დედას - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:55 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » პაოლო იაშვილი – წერილი დედას


1:26 PM
პაოლო იაშვილი – წერილი დედას
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1884 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, ლექსები, leqsebi, წერილი დედას, პაოლო იაშვილი, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0