Загрузка...
პაოლო იაშვილი - ფიქრის სიმარდე - 1 მარტში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:23 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მარტი » 1 » პაოლო იაშვილი - ფიქრის სიმარდე


1:29 PM
პაოლო იაშვილი - ფიქრის სიმარდე
ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!

საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.

მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნი
ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა,
იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული
და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.

კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიან
მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _
რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია
რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.

მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგან
სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა:
როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა
და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1465 | დაამატა: koxo | ტეგები: ლექსი, ლექსები, leqsebi, ფიქრის სიმარდე, პაოლო იაშვილი, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0