Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - შეშლილი პოეტი / oto gurgenishvili - sheshlili poeti - 4 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 4 » ოთო გურგენიშვილი - შეშლილი პოეტი / oto gurgenishvili - sheshlili poeti


12:05 PM
ოთო გურგენიშვილი - შეშლილი პოეტი / oto gurgenishvili - sheshlili poeti
მთვარიან ღამეში იერით პოეტის,
შეშლილი სახით და მარაზმით.
ნამიან ბალახში თაბახის პოემით,
ვკითხულობ კარიბჭის დარაზვით –

იცლება ცა და სისხლიან სხეულში
საყელოს მომეხვია უხამსი ვენები.
საჩემო კალამით გესლიან რვეულში,
გაწიეთ მეფეო ცოდვილი ხელები.

შუა ღამეა და დილეგში ჩამკეტეს,
სტროფების მწყობელი მომენტით,
ბაჰით და მოცარტით გამრეკეს,
ვინძლო რომ შეშლილი პოეტი.

ნისლიან ალიონს გრაფებთან,
შურით და ბალღამი ვნებებით.
და როგორც ბალახზე ათევდა,
დილით და მიწური ხედებით.

რომ გრაფის ნატყვიარ–წამალმა,
მომაგდო მზის სხივზე რაში და
ბოროტის სიკეთით დამალვა,
ყველაფერს ბოლომდე წაშლიდა.

ბუხარში ცეცხლი და კვნესამდე,
მიგიყვანთ მეფეო ქალიშვილს.
მუდამ რომ სიკეთეს თესავდეთ,
თავისას მაინც არ დაიშლის.

ოთო გურგენიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2758 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, sheshlili poeti, leqsebi, შეშლილი პოეტი, ოთო გურგენიშვილი, მეცამეტე თვის პოეტები, me13 tvis poetebi, oto gurgenishvili | რეიტინგი: 3.0/3
სულ კომენტარები: 2
2 mari sivsivadze  
0 Spam
dzaaan dzaaan miyvars:*:*gmertma natelshi amyofos misi suli:(

1 MoVlEnA )))  
0 Spam
aai rogoor miyvaars ver avgweer <3 <3 <3 :( gmertma natelshi amyofos misi ulamazesi suli :(

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0