Загрузка...
ოთო გურგენიშვილი - კურთხეულ იყოს! / oto gurgenishvili - kurtkheul ikos! - 14 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 14 » ოთო გურგენიშვილი - კურთხეულ იყოს! / oto gurgenishvili - kurtkheul ikos!


10:47 PM
ოთო გურგენიშვილი - კურთხეულ იყოს! / oto gurgenishvili - kurtkheul ikos!
გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი,
ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე.
დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი,
შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.

როგორც ამომშრალ კალაპოტებს უნდათ შევსება–
მდინარის წყლით და გაზაფხულის ნიაღვარებით.
ვითარც ზღვაოსან მეზღვაურებს ღამით ევსებათ,
მონატრება და მშობლიური სოფლის მკლავები.

მონაბერი ხარ მთის კალთიდან გრილი თვალებით,
ტალღა ხარ სევდით,აზვირთებულ კლდის საკაროზე –
და ბანს გაძლევენ ღრუბლიანი ცის ნაპრალები,
მე კი ლექსს დავწერ,რომ გავშალო მთელს სამყაროზე.

დაღლილობისგან ხელები მტეხავს,რამდენი ვწერე,
დაბუჟებულ თითს ვაქანავებ გრილ ნიავ–ქარში.
აღმოსავლეთის მზე დააბიჯებს და ლურჯი ღელე,
ისე აიმღვრა,როგორც ბეღურა ფუტკრების სკაში.

კურთხეულ იყოს,წმინდა წამები როცა ვემთხვიეთ,
ზეცას ჩუმად და სიყვარულის გვდიოდა სისხლი.
ხელი ჩამკიდე თბილი მზერით როგორც ზეციერ –
თანავარსკვლავედს მოჰყვებოდა საუზმედ ნისლი.

გათენებისას მოგიძერწე ცამრგვალი ვარდი,
ერთი სხეულით შევიკერეთ ერთი საგულე.
დაღამებისას გულში თითო ოცნებად გრგავდი,
შენი ტუჩებით,სიყვარულის ნიჭი მარგუნე.

ოთო გურგენიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1862 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, mecamete tvis poetebi, poetebi, kurtkheul ikos!, leqsebi, კურთხეულ იყოს!, ოთო გურგენიშვილი, me13 tvis poetebi, oto gurgenishvili, kurtxeul iyos! | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nana  
0 Spam
ra unda vtqva ar vici,movlenaaaa,siyvarulia,sulis shezvraa,tkivilia da ukvdaveba

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0