Загрузка...
გურამ ლაცაბიძე - აპრილი მოვა / guram lacabidze - aprili mova - 17 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 17 » გურამ ლაცაბიძე - აპრილი მოვა / guram lacabidze - aprili mova


2:12 PM
გურამ ლაცაბიძე - აპრილი მოვა / guram lacabidze - aprili mova
საღამო...
წვიმა...
უმეტყველო შენი თვალები,
ყავის ჭიქაში დაცურავენ როგორც ტივები.
სდუმან ხეები, ამინდებით განაწვალები
და მარტი უფრო გაზაფხულის ნეგატივია
ვფიქრობ.
განცდებმა განთიადი უნდა დაბადოს,
რადგან სამყარო დაგვაქვს გულის ნაცვლად მე და შენ
და ალიონი შეერევა ზეცის კაბადონს,
როგორც წირვაზე საბარძიმე ტარიგს ზედაშე.
სამრეკლო დავდგათ, მთვარის ნაცვლად, ახლა და მოდი
ილოცე ფსკვნილზე დაჩოქილმა და მე კი ზარებს,
დავრეკავ ძლიერ,
გადაღლილი ვიტყვი - გამოდი
და მზე გამოვა აღდგენილი, როგორც ლაზარე...
აპრილი მოვა!
და რადგანაც არ ვინახავდი-
-მარხვას
აღდგომას ვხდები შენი ეზოს სოროდან.
ჰოდა ძვირფასო, უსათუოდ დამინახავდი,
შენს ოთახს ერთი ფანჯარა რომ მაინც ჰქონოდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2778 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, აპრილი მოვა, mecamete tvis poetebi, guram lacabidze, g. lacibidze, aprili, გურამ ლაცაბიძე, leqsebi, aprili mova, me13 tvis poetebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0