| მთავარი » 2013 » მაისი » 19 » ბაჩო ზაქაიძე - ერთხელაც განმარტოვდები / bacho zaqaidze - ertxelac ganmartovdebi 
 
 
 
| 5:57 PM  ბაჩო ზაქაიძე - ერთხელაც განმარტოვდები / bacho zaqaidze - ertxelac ganmartovdebi
|  |    
 
 | ერთხელაც იგრძნობ: 
 სიცარიელეს სავსე ოთახში,
 პირველად შიშებს, (როცა მარტო ხარ,)
 ბუხარში დაწვავ (ნივთებს...)
 მოთავსდი
 ჩარჩოში...
 გარეთ აღარც გამოხვალ.
 
 ერთხელ მიხვდები:
 
 რომ გაქვს არაფრის მოლოდინი,
 და სიბნელეში უხილავ ჩრჩილებს
 შეხედავ...
 მკვდარია მელოდია
 და შენც რიგითივით დაიჩრდილე...
 
 ერთხელაც ნახავ :
 
 შენს ფიქრებს შენით დაავადებულს
 და მტვერ დადებულ ოცნების ნაგლეჯს-
 - დაყრილს, წიგნებად გადალაგებულს
 ბუხრის ლოდინი, როგორ აგიჟებს.
 
 ერთხელ მოუსმენ:
 
 ცრურწმენებზე მდგარ ადამიანებს...
 და ხედავ, როგორ გააშიშვლებენ
 სულებს, რომლებსაც გადაუარეს,
 ტალღებით...
 - უსმენ რადიოს შიშინს.
 
 ერთხელაც იფიქრებ:
 
 დროა გახვიდე ბნელი კარიდან,
 რაც კი გაწუხებს ვინმე სხვას მისცე.
 ჩერდები... ფიქრებს გპარავს ქარი და
 კარს იქით მდგარი - უაზრო სივრცე...
 
 
 
 გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
 
 
 |  | კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1434 |
დაამატა: InterestingSite
 | ტეგები: 
| რეიტინგი: 0.0/0 |  | 
 
 
სტატისტიკა 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 
 
 
 |  |