Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მამის განცდილი აბორტი / bacho zaqaidze - mamis gancdili aborti - 19 მაისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » მაისი » 19 » ბაჩო ზაქაიძე - მამის განცდილი აბორტი / bacho zaqaidze - mamis gancdili aborti


6:18 PM
ბაჩო ზაქაიძე - მამის განცდილი აბორტი / bacho zaqaidze - mamis gancdili aborti
გრძნობა როდესაც დაიბადა ჩვილი ბავშვივით,
ვგძნობდი რა იყო ღმერთის ძალა ადამის შექმნით.
ამ ამბის შემდეგ ვეღარაფრით ვეღარ დავმშვიდდი,
დღემდე დამჩემდა ტკივილები მაშინ რომ ვერ ვთქვი.-

ვერ მოგისწარი ჩემო შვილო ბედმა დამცა და
ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ვატოლებთ ხელებს,
ნეტა თუ მგავდი, რომ მენახე არც კი დამცალდა,
ვიცი დღეს ღამეც შენი სისხლი ამომახველებს.


მამი თუ გრძნობდი შეციებულს ვინ გაორთქლებდა?!
(ნეტა ხის აკვანს, ჩემს გამოთლილს, ახლა ვინ ურწევს?!)
ალბათ მოჰგავდი შემოდგომით წითელ ფოთლებს და
ვაი რომ მართლა ფოთლებივით დაგანაკუწეს.

შიშზე მეტია ტკივილები ბასრი სინათლის,
ეხეთქებოდი ვიწრო კედლებს ხელების ქნევით,
რამდენ “შენბედას” გაუყევი შვილო ვინ დათვლის?!
სისხლი გდიოდა, წმინდა სისხლი ზევით და ქვევით.

ოთხი კედელი, უსინათლო როგორც საკანი.
ჩუმი კივილი აზანზარებს გაბერილ მუცელს.
სიკვდილმისჯილი ემბრიონი ისე ჩაკალი,
როგორც ნაღველი ჩავაკალი გაცრეცილ ფურცელს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2881 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: bachana zaqaidze, poezia, b.zaqaidze, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidze, leqsebi, ბაჩანა ზაქაიძე, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0