Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - თარიღები / bacho zaqaidze - tarighebi - 20 ივნისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ივნისი » 20 » ბაჩო ზაქაიძე - თარიღები / bacho zaqaidze - tarighebi


4:47 PM
ბაჩო ზაქაიძე - თარიღები / bacho zaqaidze - tarighebi
გრძნობის რა იციან ნეტავ თარიღებმა,
თვალებს უწვიმია, (წვიმით ტრასაც სველი...)
ჩემი სამყაროს კარს ჩუმად გაგიღებ და
ვფიქრობ, არ გექნება სხვა გზით წასასვლელი...
(ჩემგან წასასვლელი...)

როგორ მენატრება ზღვა და სხვა მუსიკა,
ჩვენი მელოდიის დაკვრა ფირფიტებით.
ერთხელ იმყოფინო იქნებ ნამუსი და
შევხვდეთ მზის ჩასვლისას, თორემ ვიფიტები.
(სულ მთლად ვიფიტები...)

ღამით შენზე ფიქრი სტუმრად მომივიდა,
ალბათ წამებით, ან სულაც საათობით,
იქნებ აღარცა მაქვს ამის მოტივი და
შევცდი, რომ მეგონა გულთან გამათბობდი.
(სუნთქვით გამათბობდი...)

ჩემთან აღარახარ თითქოს მგრძნობიარე,
ალბათ სხვა შეგხვდება ყოველ ღამით ვინმე,
მე კი დედამიწა შენთვის მოვიარე,
იმის იმედით რომ ერთხელ გამიღიმებ.
(ჩემთვის გაიღიმებ...)

ისევ უსაშველოდ გარბის თარიღები,
როგორ აღარ მინდა წამის გამეტებაც,
მალე ავიმღვრევი...
მალე დავიღვრები...
-თვალში ეს ღრუბლები აღარ დამეტევა.
(სადღა დაეტევა?!...)

ბრუნავს მოგონება ძველი ფირფიტებით,
თითქოს ჩამკეტეს და კარიც არ იღება,
არა, არ ვიღლები, თუმცა ვიფიტები,
რადგან პაემანი მოკლეს თარიღებმა.
(-აღარ თარიღდება...)





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3083 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, პოეზია, ლექსები, bacho zaqaidzis leqsebi, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0