Загрузка...
თათია ბეიტრიშვილი - მარტოობა / tatia beitrishvili - martooba - 22 ივნისში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ივნისი » 22 » თათია ბეიტრიშვილი - მარტოობა / tatia beitrishvili - martooba


6:27 AM
თათია ბეიტრიშვილი - მარტოობა / tatia beitrishvili - martooba
ძალიან მინდა ერთი რამ გკითხო,
მაინტერესებს რა პასუხს გამცემ.
მითხარ დედიკო რა დაგიშავე,
რა გაწყენინე, რომ მტანჯავ ასე.
მე ხომ ჩასახვის დღიდან მიყვარდი,
მე ხომ შენი ხმა სრულად მესმოდა,
მე შენი გულის ქვემოთ ვცხოვრობდი,
მე შენ გელოდი, მშობელო დედა.
და სწორედ მაშინ, როცა ვისწავლე,
როცა პირველად ავიდგი ენა,
მომეცა ნიჭი რომ შენთვის მეთქვა,
ეს ორი სიტყვა: მიყვარხარ დედა...
შენ ხომ ჩემი ხმა სულ არ გესმოდა,
მაგრამ მე ამას არად ვაგდებდი,
მე ხომ ყოველი მესმოდა ბგერა,
შენი პირიდან წარმონადქმელი.
და სწორედ მაშინ როცა გაიგე,
რომ შენს სხეულში მე ვბინადრობდი,
ჩემი სიცოცხლე ისე გასწირე,
არც გიფიქრია თუ კი რას ვგრძნობდი.
ამ სიმარტოვის შედეგი იყო,
მე რომ ასეთი ტანჯვით დავბერდი,
ისე დავბერდი რომ არვის უთქვამს:
„გია მიყვარხარ“, „გია გაჩერდი“...
მე დავდიოდი, გვერდით არ მყავდა,
დედა–მშობელი, დედა–აღმზრდელი.
შენ მიმატოვე და შორს წახვედი,
დამტოვე მარტო მე, გასაზრდელი.
არვინ არ მყავდა დამრიგებელი,
ეთქვა: ეს ცუდი, ან: ეს კარგია...
მარტო ყოფნამ და ამ სიმარტოვემ,
მე ბოროტ ბავშვად გადამაქცია.
ცუდ წრეში ყოფნა, საჭმლის არქონა,
მაიძულებდა რომ მემათხოვრა
ქუჩაში ყოფნა, ხალხისკენ ლტოლვა,
გულზე იარა მე დიდი მქონდა...
მუდამ ვცდილობდი არ მომეპარა,
კარგი საქმისკენ მიწევდა გული,
მაგრამ განგებამ ასე ინება,
დამაპატიმრეს და გავხდი ქურდი.
იქ გავიჩინე მე მეგობრები,
მათი იმედით ვიყავი მუდამ,
მათგან ვისწავლე მე ბევრი რამე,
მათ მეგობრობა და ძმობა სურდათ...
როცა გავიდა მრავალი წელი,
თავი მიმაჩნდა ღვთისგან ბედკრული,
გულს ჩამივარდა ლამაზი გოგო,
ბედმა გამხადა მისი ერთგული...
ის გოგო იყო ტანადი, ნორჩი,
ლამაზი, მშვენიერი არსება,
მისნაირ გოგოს ჩემნაირები,
კოშმარშიც კი არ დაელადნება...
გავიდა დრონი და სიმარტოვემ
ისევ დამჯაბნა, ისევ დამჩემდა,
ჩემი მიჯნური ჩემს სიახლოვეს
სულ ცოტა ხნითაც კი არ გაჩერდა...
თუმცა ეს რაღა გასაკვირია,
შენც ხომ დამტოვე!.. შენც ხომ წახვედი!..
თვალცრემლიანმა კარი მიხურე,
არც შემომხედე ისე გახვედი.
შენი ცრემლები ჩემს გულში დარჩა,
ის გულის სითბო დღესაც კი მათბობს,
არ დაიჯერებ, ეხლაც მიყვარხარ!..
არ დაიჯერებ, დღესაც კი გნატრობ...
ჩემი სიკვდილის ღამეს გიხილე,
იმ დღესა გნახე მეორედ დედა,
არ შეიმჩნიე, მაგრამ მე მაინც,
სახეს შეგატყვე მომდგარი სევდა.
თითქოსდა წამით გული გაჩერდა,
სახე გახევდა იმ წუთას თითქოს,
ცხელი ცრემლებით სახე დასველდა,
სევდამ შესცვალა მომდგარი სითბო...
მინდოდა მაგრად ჩაგხუტებოდი,
მკერდით შემეგრძნო შენი ცრემლები
და მშვიდად მეთქვა: „მიყვარხარ დედა“..
ეს ცხოვრებაც სხვა რად ღირს ნეტა...
შენ ვერ შემბედე ვერცერთი სიტყვა,
ან კი რა გქონდა ჩემთვის სათქმელი,
სუნთქვა მეკვროდა და ამიტომაც
მე გამოვაღე შუშის სარკმელი.
თავს ვიკავებდი როგორც შემეძლო,
ნერვებს ვთოკავდი, რომ არ ემტყუნა,
ვერ ვიჯერებდი რომ ასე ურცხვად,
მე დედაჩემი სახლში მესტუმრა.
გულში ათასმა ფიქრმა იელვა
„რა ვქნა, გავაგდო?.. კი მაგრამ რატომ?..
მასთან შეხვედრას წლობით ვგეგმავდი,
ახლა წინ მიდგას და ბოღმა მახრჩობს...
რაღაც არ მაძლევს დადგომის ძალას,
ვგრძნობ, რომ გონებას აფექტი იპყრობს,
ჩემი ფიქრები მისკენ მიიწევს,
მაგრამ სხეული გონს მოსვლას ითხოვს.
ღმერთო მიშველე არ ვიცი რა ვქნა,
მწველი წარსულის აჩრდილი მიხმობს,
ვერ ვუძლებ ამ შიშს გვერდით რომ დამსდევს,
და ჩემს წარსულის ამბებს მომითხრობს.“
უკვე აღარ მაქვს არაფრის თავი,
მძიმე უღელი ვატარე მარტომ,
მოვკრიფე რაც კი ძალები დამრჩა
და ერთი სიტყვით ვიკითხე: „რატომ?“
მხოლოდ ახლაღა შევნიშნე დედა,
მისი მოღლილი, ტანჯული სახე,
და დანახულმა მე შემაშფოთა,
მე მისი მკვდარი თვალები ვნახე.
მისი უაზრო ეს გამოხედვა,
არაფრის მთქმელი მზერა მალული,
ამ ყველაფერმა უფრო დამძაფრა,
რომ ვნახე მისი სახე ტანჯული.
ვგრძნობდი რომ ძლიერ სტკიოდა გული,
ალბად ნანობდა კიდეც საქციელს,
მაგრამ სწორედ რომ მისი წყალობით,
ქუჩის ბიჭებმა ქურდად მაქციეს.
ახლა ველოდი მე მისგან პასუხს,
მივხვდი რომ იგი ძალებს იკრებდა,
და ამ ცრემლნარევი თვალებით,
ჩემს ფიქრებს ნაწილობრივ იგებდა.
ბოლოს შეძლო და დახარა თავი,
მისმა ხმამ სხეულს დენად უარა,
თვალებზე მსხვილი მოსწყდა ცრემლები,
შემდეგ კი სათქმელს თავი უყარა.
„მე არ ვარ ღირსი მერქვას მშობელი,
არ ვიმსახურებ მიწოდო დედა,
და მე ეს ფიქრი. ყოვლად წყეული,
სამწუხაროდ მუდამ თან მსდევდა.
არასდროს მიფიქრია შენთან დაბრუნება,
გული კი მუდამ ძლიერ მტკიოდა,
არავინ გვერდით არ დამდგომია,
როცა უპატრონოდ ცრემლი მსდიოდა.
მთელი ცხოვრება მეც ქუჩაში გავატარე,
არ მქონდა პირობები შენი გაჩენის,
მიძნელდებოდა ამის გაკეთება მაგრამ
არ იყო შანსი შენი ცოცხლად დარჩენის.
რაღაც წამლების შესახებ ვიცოდი,
მითხრეს რომ იგი ბავშვს უმალ კლავდა,
ვგრძნობდი სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდი,
ეს ტკივილი შინაგანად მჭამდა.“
დედა გაჩერდა, ძალა მოიკრიბა,
მე შევძელი და ჩავხედე თვალებში,
არაფერს გადმოსცემდა მისი მზერა,
მხოლოდ ცრემლები კიაფობდა ღაწვებში.
არ მინდოდა მისთვის ძალა დამეტანა,
მაგრამ მინდოდა ამბის გაგება,
„შემდეგ რა მოხდა, გთხოვ გააგრძელე“,
თქვი და დაამთავრე ჩემი წამება.
„შემდეგ მიგატოვე“ – და ამ სიტყვებმა
ზარად იგუგუნა ტვინში, გონებაში,
ამ მიტოვებამ სერიოზული
კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში.
ვეღარ გააგრძელა, გული შეუწუხდა,
მხოლოდ ერთი თქვა, „თუ შეძლებ მაპატიე“
შემდეგ ჩაიკეცა, თვალებში ჩამხედა,
„მე ჩემი ცხოვრება უქმად გავაბნიე.“
მეტის თქმა ვერ შეძლო, სახე გაეყინა,
ვენა მოვუსინჯე, აღარ ფეთქავდა,
ის ტკივილი რომელსაც მაშინ განვიცდიდი,
ვეღარ ამეტანა, ჩემს გულს ხეთქავდა.
გონება ჩემი სულმთლად დაუძლურდა,
„მიპატიებია, ამ სიტყვას გეტყვი,“
ჩემს საკუთარ დედას თვალები დავუხუჭე
და ჩუმად ჩავჩურჩულე „ნახვამდის“ მეთქი.
ამ სიტყვებმა თავი ცუდად მაგრძნობინა,
თვალი მოვავლე ოთახს, გარემოს,
შემდეგ ჩემი მზერა სარკმელზე შევაჩერე
და მივხვდი სხეული აქ უნდა დამეგდო.
ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ წუთს,
ისევ დედაჩემის გვამისკენ გავიხედე,
გულში გავიფიქრე, „არ უნდა შემხვედროდი“,
და მერვე სართულიდან დაბლა ჩავიხედე.
იმავ წამს ფანჯრის რაფას სწრაფად გადავევლე,
ვეღარაფერს ვგრძნობდი ტკივილით ტანჯული,
ბოლო წამებში ისიც დავინახე,
უჩვეულოდ ვეგდე მიწაზე განრთხმული.
ფეხზე წამოვდექი, მაგრამ რატომღაც
ჩემი სხეული ისევ დაბლა დარჩა,
მივყევი განგებას თავი ღმერთს მივანდე
სინათლეს შეერია ჩემი მშვიდი განცდა.
აღარ ვარსებობდი, მოკვდა დედაჩემიც,
მაგრამ ცხოვრება ისევ გრძელდება,
ახლა ვიკითხავ რატომ გამწირეთ?..
რად გამიმწარეთ მთელი ცხოვრება.
ყველასი ბოლო აღსასრულია,
არვინ არ არის უკვდავი,
ღმერთმა თუ ინება და შვილი გაჩუქათ,
მასზე არა თქვათ უარი! ! !

თათია ბეიტრიშვილი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3074 | დაამატა: tatia | ტეგები: poezia, miyvardi, SIYVARULI, მარტოობა, poeti, leqsebi, თათია ბეიტრიშვილი, martooba, tatia beitrishvili, mshobeli | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0