Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - წითელი ბაფთა / bacho zaqaidze - tsciteli bafta - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » ბაჩო ზაქაიძე - წითელი ბაფთა / bacho zaqaidze - tsciteli bafta


3:48 PM
ბაჩო ზაქაიძე - წითელი ბაფთა / bacho zaqaidze - tsciteli bafta
ექვს საათამდე დარჩენილი – წუთებით ხუთი,

შენი სუნთქვაა მოდებული ბალიშის პირზე,

გამთენიაა, დილის სიცხე ნელ-ნელა მხუთავს,

ახლა შენ გძინავს გეხვევი და უბრალოდ გიმზერ.

სუნთქვა რიტმული – ჩემი, შენი და არავისი.

შენი პერანგი დაკუჭული, წითელიც ოდნავ,

იხდი ნელ-ნელა მოხდენილად და სადღაც ისვრი,

როგორც ჩემს სახელს...

აი ახლაც ჩემს სახელს ბოდავ.

ამ დღის სახსოვრად დავიტოვებ გაცრეცილ სურათს,

გამახსენდება ყველა ნაკვთი ჯერ კიდევ ნორჩი.

მე კუპიდონი, შენ ფსიქეა ან იქნებ სულაც

უბრალოდ მე და შენც ასევე...

ან ჩვენ და - მორჩა.

შენთან დილაა ჩემთან უფრო მთავრდება ღამე,

ღამენათევი გიყურებ და ძილიც არ მოდის,

ჩემსკენ ბრუნდები, ვეჭვობ, ძილით გადაიღალე,

თვალებს ახელ და შუბლზე გკოცნი – დილამშვიდობის.

რვა საათამდე დარჩენილი – წუთებით ოცი,

შენი სუნთქვაა მოდებული ახლა ჩემს პირზე,

მე ღამენათევს შენ მძინარე მკოცნი და გკოცნი.

ახლა მე მძინავს მეხვევი და უბრალოდ მიმზერ.

15.07.2013




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1379 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0