Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ნახევრად სავსე მთვარე / bacho zaqaidze - nakhevrad savse mtvare - 28 ოქტომბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » ბაჩო ზაქაიძე - ნახევრად სავსე მთვარე / bacho zaqaidze - nakhevrad savse mtvare


3:51 PM
ბაჩო ზაქაიძე - ნახევრად სავსე მთვარე / bacho zaqaidze - nakhevrad savse mtvare
მთვარის შემყურეს განწყობა მაქვს ახლა ისეთი,
შორს მსურს გავიქცე...
გავიქცე და გადავიხვეწო,
რომ დავიხვეწო და გიპოვნო სწორედ ის ერთი,
ვისთვისაც მე ვარ უსაზღვროც და სულ ერთი ბეწოც.

ჩუმად რამდენჯერ ჩავუარე ამ შესახვევს და
თითქოს შეხვედრის იმედები სახეს მარიდებს,
რას აღარ ვიზამ...
რას აღარ დავთმობ ჩვენს შესახვედრად,
მაგრამ ვაი რომ მარტო ვხვდები ზამთრის ამინდებს.

ასე დაგეძებ ჩემს ნახევარს, რომ გავმთლიანდე,
რადგან მსგავსია ჩემი გული ნახევარ მთვარის,
ოღონდ მოგინდეს ჩემი ნახვა ამ განთიადზე,
რას შემაჩერებს ან ღრუბელი, ან რხევა ქარის.

ყველა პროსპექტზე, ყველა ქუჩაზე მაგ შენს ნაკვალევს,
გოშიასავით ვყნოსავ ანუ ვეძებ იმ სურნელს,
რომლის პოვნისას კი არ ფეთქავს – გული - კანკალებს.
მე მაინც მოვალ, შენს მოძებნას არ დავასრულებ.

სავსე მთვარისას ჩვენ შევხვდებით, იდება თოვლი, -
დაფარავს ტკივილს და ბილიკებს სევდა, რომ ერთვის,
ქუჩას გავივლით (ახლა ორნი) ათასჯერ მოვლილს,
იქნება ღამე - ვარსკვლავები ითოვებს ჩვენთვის...

ბაჩო ზაქაიძე


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0