Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მე + შენ ანუ მე და შენ - bacho zaqaidze - me + shen anu me da shen - 26 დეკემბერში 2013 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 26 » ბაჩო ზაქაიძე - მე + შენ ანუ მე და შენ - bacho zaqaidze - me + shen anu me da shen


12:58 PM
ბაჩო ზაქაიძე - მე + შენ ანუ მე და შენ - bacho zaqaidze - me + shen anu me da shen
‘’ მე ხომ უბრალოდ მარტოობაც მუცლიდან დამყვა ‘’

მაიმასკო

პატარა ბავშვივით ვიღებ ფურცელს და მელანს,
ვწერ ასე - პლუსს ჩემსა და შენს სახელებს შორის
ვჩერდები ტოლობასთან...
სისუსტეს ვმალავ...
(სხვა რა დამრჩენია ?!) ჩემი პლუსისგან შორს ხარ...

მარტო ვარ სახლში და ოთახი - არეული
(ძველებურად არეულია,) როგორც უწინ.
დარღვეული უიმედობით დევს რვეული,
სადაც სულ წვიმს...
დადუმებულ მუსიკას ვუწევ.

ვწვები კედელთან (ბავშვობიდან მიყვარს ასე)
- გაჟღენთილია თუთუნის კვამლით... ან იქნებ
სულაც განიავდა ღამით, რაც შენ შეავსე.
(მე ძილში ვბოდავ, ბოლოდროს ხელებსაც ვიქნევ...)

სურათს ჩარჩოდან ვიღებ და ფანჯრიდან ვისვრი,
(შავ-თეთრია...
თუმცა იტევს ზღვა ემოციებს...)
გადაღლილობა ეტყობა საათზე ისრებს,
დაცვივდა დრო..
ემოცია შემოიცალა...

რა ადვილია განკურნება სიცოცხლისგან,
ყოველ ღამე ძილით ვრეპეტიციობ ხოლმე.
ხანაც ვაგროვებ ფერფლს და უშენობას ცოცხით,
(როცა მცალია ეს მაშინ მხოლოდ და მხოლოდ)

ორპირი ქარი აჯახუნებს ხოლმე კარებს,
მე ამ დროს ვშეშდები და პულსი მიჩქარდება...
აღარც ხმაური, აღარც სიცივე მაშინებს...
-მხოლოდ სიცარიელე...
სრული უშენობა...

ვწერ ასე - პლუსს შენსა და ჩემს სახელებს შორის,
შემდეგ აზრი ეკარგება მინაწერ სიტყვებს
ტოლობასთან...
შენ ახლა პლანეტებზე შორს ხარ...
სრულ უშენობას მე და ჩემი ოთახი ვიტევთ...




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1549 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, პოეზია, ლექსები, bacho zaqaidzis leqsebi, leqsebi, bacho zaqaidze, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0