Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * * - 17 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


10:59 AM
თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *
ყელში ამოვიდა მეფე ლირი,
წვიმს და ხასიათი მისველდება,
თმები მზის სხივებზე შეფენილი,
მკვდარი სიყვარულით ისევდება.

ვზივარ, მეფერება ქარი თმებზე,
"ისევ არეული ნაბიჯები..."
ვიდრე მსუყე ლუკმას დავითრევდე
კბილით, მილიონჯერ დავიჭრები
მკერდში, მოისარი ქალებისგან,
შიში შეჩვეული აბსურდია, -
ან როგორ არ უნდა გამერისკა,
როცა შეშლივით არ მსურდი, ან
მსურდი არაბული გაშმაგებით,
სულში ჩაგისახლდი ლამის იყო
ვნების რქებიანი ეშმაკივით,
ფრთებზე შემოგხვიე საცეცები...
ისევ აწიოკებს ქარი ქუჩებს,
ღამის უკუნეთში დაგეძებდი,
მერე ავდექი და დავიხუჭე,
თვალებ გახელილს რომ დამენახა
ვენებ გადაჭრილი სიძულვილი,
ცაზე ღიმილივით დამეხატა,
ჩვენი შემოდგომის მიწურული.

ყელში ამოვიდა სონეტები,
ასჯერ გადათვლილი ძმა-ბიჭებიც,
"სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები."

თორრნიკე ნაროზაული




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1405 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0