ქრისტე იშვა და ბეთლემზე ცა გულაღმა დაეცა, ქრისტე იშვა ბნელ ბაგაში ტუსაღივით მალულად, ქრისტე იშვა რომ იუდას ვერცხლის ნაცვლად გაეცა, ქრისტე იშვა ხორცშემოსილ კაცად და სიყვარულად. ქრისტე იშვა ოცდაერთი საუკუნის კი არა, ქრისტე იშვა ორი დღის წინ, ორი წუთის და წამის, ქრისტე იშვა რომ მოგვეკლა, ზედ რომ გადაგვეარა, ქრისტე იშვა კაცთათვის და კაცთა ცილი დასწამეს. ქრისტე იშვა ჭეშმარიტად, იშვა კაცის სხეულში, ქრისტე იშვა მზემ მზე შვა და მზე განივრცო მიწაზე. შენი ვალი: ადექი და შენს ბაგაში შეუშვი! შენი ვალი: ადექი და აღდგომამდე იწამე!
თორრნიკე ნაროზაული
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..