Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - გძინავს და წამწამებს გითვლი, ღამეა. ოთახი. ჩურჩული / torrnike narozauli - * * * - 17 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » თორრნიკე ნაროზაული - გძინავს და წამწამებს გითვლი, ღამეა. ოთახი. ჩურჩული / torrnike narozauli - * * *


11:10 AM
თორრნიკე ნაროზაული - გძინავს და წამწამებს გითვლი, ღამეა. ოთახი. ჩურჩული / torrnike narozauli - * * *
გძინავს

და წამწამებს გითვლი,

ღამეა. ოთახი. ჩურჩული.

ქალაქი ტანსაცმელს იცვლის

და ვნების ვეება ურჩხული

ღრუბლებზე ილესავს ეშვებს.



ღამეა.

აივნებს ნისლავს

ფილტვების უწყვეტი სლუკუნი,

იძინე, იძინე ფხიზლად!

თორემ გარყვნილების უკუნი

მყუდრო თავშესაფარს ეძებს.



მღერიან

შემოდგომის ფოთლები,

ღიღინით მიჰყვებიან ქარებს,

ცოტაც და პლანეტას მოვძვრები,

როგორც ბოქლომი კარებს.

მღერიან შემოდგომის ფოთლები.



წევხარ,

გიკანკალებს მუხლები,

ღრუბლები ფეხაკრეფით მიდიან,

ნიავს მიჰყვებიან ღრუბლები,

მთვარე გალეშილი ჰკიდია

მტკვარზე დაჯარებულ ჭადრებს.



გძინავს

და წამწამებს გითვლი,

ღამეა. ოთახი. ჩურჩული.

ქალაქი ტანსაცმელს იცვლის

და ვნეების ვეება ურჩხული

ძაღლივით გილოკავს ხელებს.



ჩურჩული,

გიკითხავ ლექსებს,

წვიმდება, წკრიალებს ფანჯარა,

და ვამბობ: "უშენოდ ვერ ვძლებ!"

ვამბობ და თავადაც არ მჯერა!

თორრნიკე ნაროზაული




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2063 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0