Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - შენ ყოველდილით იღვიძებ და იწყებ სიცოცხლეს. ანუ ყოველდღე შეგიძლია შექმნა ახალი... / torrnike narozauli - * * * - 17 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » თორრნიკე ნაროზაული - შენ ყოველდილით იღვიძებ და იწყებ სიცოცხლეს. ანუ ყოველდღე შეგიძლია შექმნა ახალი... / torrnike narozauli - * * *


11:16 AM
თორრნიკე ნაროზაული - შენ ყოველდილით იღვიძებ და იწყებ სიცოცხლეს. ანუ ყოველდღე შეგიძლია შექმნა ახალი... / torrnike narozauli - * * *
შენ ყოველდილით იღვიძებ და იწყებ სიცოცხლეს.
ანუ ყოველდღე შეგიძლია შექმნა ახალი...

ყოველდღე ითვლი წამებს, რომელიც შენში არასოდეს ყოფილა, რადგან სულ ახალია!
ანუ იღვიძებ, ტოვებ მცირე სიკვდილს, რომელსაც ძილი ჰქვია.
იწყებ სიცოცხლეს და შეგიძლია დაივიწყო ყოველივე ძველი და შექმნა ახალი!
უმადურობა ან მადლიერება!
ორი გზა გიძევს..

ანუ ყოველდღე (მიუხედავად იმისა რა აირჩიე გუშინ) შეგიძლია გააკეთო ახალი არჩევანი.
შეგიძლია ღმერთს უთხრა მადლობა ან საერთოდ არ გაგახსენდეს მხსნელი, რომელიც ჯვარს ეცვა შენთვის.
ანუ ყოველდღე შენ შეგიძლია აირჩიო მოკვდები თუ იცოცხლებ.
მადლიერი იქნები თუ უმადური.

და თუ ყოველი დილა იწყება სრული უმადურობით, გამოდის ყოელდღე უარყოფ ღმერთს, პეტრეს მსგავსად.
ანუ ყოველ შუადღეს შენ მას ლანძღავ, განიკითხავ, აფურთხებ, ჩაგრავ, ავი თვალით უცქერ, ამცირებ და ასე შემდეგ...

საღამოს კი კეტავ ბნელ საკანში, შენს გულში ან გონებაში, რომელიც არ არის წმინდა.
(და არც ითხოვ რომ გული წმინდა დაბადოს ღმერთმა და სული წრფელი განგიახლოს.)

გამოდის ყოველდღე შენ ღმერთს აწამებ.
რადგან მისი სიყვარულის სანაცვლოდ, ცოდვაში ცხოვრობ.

მაშასადამე ყოველ შემდგომ უმადურ დღეს, ნუნებს თხრი უფალს, ყვრიმალში სცემ, უსერავ ბეჭებს, ნეკნებს უმტვრევ, თავს ადგამ ეკლის გვირგვინს, რომელიც მიწამ აღმოგიცენა შენ.

მოკლედ ყოველ ცისმარე დღეს შენ იღვიძებ, ანუ ცოცხლდები, ანუ აღგადგენს ღმერთი..
და ირჩევ ვინ გინდა იყო - მადლიერი შვილი თუ უმადური მკვლელი.
შენ მკვდარი ხარ!
მაგრამ ხვალ, რომელიც შეიძლება ამ წერილის წაკითხვიდან 2 წუთში დადგეს, შენ შეგიძლია აირჩიო თავიდან -
ვინ გინდა იყო?
მკვდარი თუ ცოცხალი?

თორრნიკე ნაროზაული
2012 წელი




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1352 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0