Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * * - 17 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *


11:17 AM
თორრნიკე ნაროზაული - * * * / torrnike narozauli - * * *
ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.

სუნთქვაც ლექსივით მაქვს არეული.
წუხელ სულ ფეხებზე რომ მეკიდა,
შენი ტუჩებიდან დალეული
თავად პოეზია - მომეკიდა.

შენი მოლისფერი კაბის ბოლო,
(სიგრძე - რათქმაუნდა თითისტოლი)
მინდა ფურცელივით გავისროლო,
ვნებით დაწერილი ეპისტოლე -

სადაც
ხარ სამოსელ განძარცული,
თვალებს სულ ცოტაც და ამოვიწვავ,
ჩვენში - მე უფრო ვარ გარდაცვლილი,
მიწა მეწყერივით ჩამომიტანს,

შენი სამყოფელის ახლო-მახლო,
და თუ არ დამხვდები - გამახარებ!
იქნებ უჩემო დრო გამონახო,
თორემ სურვილები დამმარხავენ!

ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.

თორრნიკე ნაროზაული





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1707 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0