Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - გაირყვნა ერი! / torrnike narozauli - gairkvna eri! - 18 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » თორრნიკე ნაროზაული - გაირყვნა ერი! / torrnike narozauli - gairkvna eri!


5:22 PM
თორრნიკე ნაროზაული - გაირყვნა ერი! / torrnike narozauli - gairkvna eri!
გაირყვნა ერი!
გაერიყა მანდილი დიაცს.
შემოეძარცვა სამოსელი თიხის ქმნილებას,
ამის შემყურე ვერ გავჩუმდი, ავყეფდი მეაც,
ისმინეთ ღმერთის შვილებმა და კაცის შვილებმა:

გაირყვნა ერი და მივყვებით მდორე დინებას,
მადლობა უფალს, რომ საკუთარ განავალს არ ვჭამთ,
რა ამაოა სიბრძნეცა და გამოცდილებაც
ქართველი კაცის, როცა ქალი ეშმაკებს ხარჭად
დაუდგა და სული დაიწვა, -
დამწვარი სულის სურნელეით ყარს შემოგარენი,
ერი დაიძრა ლოთობისკენ, ერი დაიძრა!
და გადაუშვა ღია ფაშვში მთელი მარანი.
რა ამაოა ჩემი მღერა - მღერა ქველური,
ვინ მოისმენს და...
(თუ მოისმენს ვინ დაიჯერებს).
რაც სიბნელეში გვიქადაგეს, ხმებით ველურით
ჩვენ ერდოებზე გავყვირივართ, ვერ დაგვიჭერენ!
ყველას მაინც ვერ დაგვიჭერენ!
ტალახის მეტი რა მინახავს?!
ქვასაც ავიტან...
არ მოუხდება ჩვენს ერს ხალხო სქესის სიჭრელე,
შემობერილი ხელოვნური ქარსაცავიდან.

გაირყვნა ერი!
გაერიყა ვაჟკაცს ღირსება,
ქართველი კაცის ბრალი არის ქალის დაცემა, -
და საქართველო მეძავების ხროვით ივსება!
და საქართველო მიითვისეს არაკაცებმა!

თორრნიკე ნაროზაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1304 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, თორრნიკე ნაროზაული, * * * | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0