Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ქალო! / torrnike narozauli - qalo! - 18 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » თორრნიკე ნაროზაული - ქალო! / torrnike narozauli - qalo!


5:45 PM
თორრნიკე ნაროზაული - ქალო! / torrnike narozauli - qalo!
რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?

კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაციშვილი!

რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.

რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.

რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმა-მზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.

თორრნიკე ნაროზაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2595 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0