Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - დემონური პათოსი / torrnike narozauli - demonuri patosi - 18 იანვარს 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » თორრნიკე ნაროზაული - დემონური პათოსი / torrnike narozauli - demonuri patosi


6:01 PM
თორრნიკე ნაროზაული - დემონური პათოსი / torrnike narozauli - demonuri patosi
"თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი (მათე 5,14) სანთელს, რომ აანთებენ ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე. რათა სახლში ყველას გაუნათოს. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია." (მათე 5. 15-16)

ირგვლივ სიმარტოვეა და სურნელი გვამების,
მეზიზღება სიცოცხლე - არც სიკვდილი მახარებს,
მეფეები მონების მახეებში გავებით,
გავებით და დავნებდით და თავები დავხარეთ.

იარაღი დავყარეთ და დავკარგეთ იმედი,
საკუთარი თავის თუ ძმის, თუ დის, თუ სატრფოსი,
ამ გზით ჯოჯოხეთამდე, სატანამდე მივედით
და გამეფდა თვალებში დემონური პათოსი.

ჩვენ გვეძახდნენ მეფეებს და მონებად ვიქეცით,
ჩვენ უღელი დაგვადგეს სიმწირის და სიმცირის,
სიყვარული დავტოვეთ, ბოღმასთან გავიქეცით,
ის კი დგას და დაბოღმილ კაცუნებზე იცინის.

ერთგულება გაბოზდა და იმრუშა ღალატთან,
შვილად მტრობა ეყოლათ, სიძულვილის ნაყოფი,
სიძვა ისე აღზევდა, ძალას თუ არ დაატან,
კაცს ვერ ნახავ წესიერს, ერთი ქალით კმაყოფილს.

მეგობარი ვუწოდე ის აწოლში მიძვრება,
ძმა დამარქვა და მე კი სხვა სურვილი მაგიჯებს,
ჩვენი რწმენა ნაცრდება, იხრწნება და იწვება.
ვკაენობთ და ვბრუტუსობთ, სხვებს ვეძახით ნაბიჭვრებს.

ხევსურობას ვიჩემებთ ტიტულად და წოდებად,
სალოცავებს მივტირით, ვდასტურობთ და ვხუცესობთ,
ჯვრის-ყმებმა დავივიწყეთ ცოდვებისთვის გოდება,
ქალ-დიაცებს ვაცხოვრებთ უღმერთოდ და უწესოდ.

ვაჟას საფლავს ეძებდნენ მთა წმინდაზე ბიჭები,
დღეს დავეძებთ "რადისონს" "შანგრილას" და "ბუდა-ბარს,"
კაცობაში კი არა ყველაფერში ვიჭრებით,
არც ღვთის ჯვარცმამ გვიშველა, არც რისხვამ, არც მუდარამ.

ღვინით სავსე ქვევრებში, ანგელოზებს ვახრჩობთ და
მერე პროტესტს გამოვთქვამთ - ძალადობა შეჩერდეს!
განა შამქორის შემდეგ იმდენი დრო გამოხდა?
რომ საკუთარ მიწაზე, ჩენ ვიშენებთ მჩეთებს.

და ვამბობოთ, რომ ეს არის საუკუნის მიღწევა,
რომ ეს არის დემო- თუ იდიოტოკრატია,
როგორ, როგორ გავჩუმდე? სული როცა იწვება,
დედა არ მაპატიებს, შვილი არ მაპატიებს, ღმერთმა თუ მაპატია.

და ამგვარი ფიქრებით სანთელივით მივქრებით,
და ამგვარი აზრებით ყვავილივით დავზრებით,
და როდესაც ცის ნაცვლად შავ მიწაში ვიქნებით,
და როდესაც ცის ნაცვლად ქვა გვედება თავს ზევით,

მაშინ ცრემლი ამაო შეიქმნება - გოდებაც,
და როდესაც გავიგებთ ცოდვა ვისი შვილია,
მაშინ გაგვახსენდება, მაშინ მოგვაგონდება,
რომ ამ დამპალ სხეულზე - სული უფრო ტკბილია!

მეზიზღება სიცოცხლე - არც სიკვდილი მახარებს,
ბედნიერი დღეები მოგონებებს მიბარდა,
ვერ გამიგეს, ვერც მიცნეს, დამნტანჯეს და დამღალეს,
ყველამ ვისაც ვუყვარდი - ყველამ ვინც მე მიყვარდა!

თორრნიკე ნაროზაული





გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2889 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, Стихи, ლექსები, პოეზია, поэзия, leqsebi, torrnike narozauli, * * *, თორრნიკე ნაროზაული | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0