1:32 AM შაკო - მიწისქვეშა საქართველო / shako - mitscisqvesha saqartvelo
|
გაუმარჯოს მიწისქვეშა საქართველოს მზეს და მთვარეს, ტანჯულ ქვეყნის ისტორიას, ჩვენთვის უცნობ, ნაცნობ მხარეს,
გაუმარჯოს მის დიდ წარსულს, საიდუმლოს ბურუსიანს, და თაბახზე ჟამთაღმწერლის გაცოცხლებულ ისტორიას,
სადაც მოსჩანს ნატერფალი ურარტუს და დიაოხის, იბერიას ‘’არმაზციხე’’ და საწმისი ძველი კოლხის.
მოსჩანს ქართველთ პირველ მეფის, ფარნაცაზის ბასრი ხმალი, და მის წვერზე წამოცმული დამპყრობელი აზოს თავი.
არ ჩანს მეფე მირიანის ჩამქრალი მზე უღრან ტყეში, თუმცა მოსჩანს კერპთა ნგრევა ქრისტეს მოსვლა ქართველ ერში.
ბრძოლის ველზე გაწაფული შეუპოვრად ელავს ხმალი, ეს ხომ მეფე ვახტანგია წუხს მგლისთავა მუზარადი.
მოსჩანს მისი ნაშენები ‘’ჭერემი’’ და ‘’ხორნაბუჯი’’ ივრის მოზრდილ ხეობებში–‘’უჯარმა’’ და ‘’არტანუჯი’’.
მოსჩანს ნათლით შემოსილი დავით მეფის საქართველო, სიძლიერის საფასურად გმირთა სისხლს სვამს დიდგორს მდელო.
ნიკოფსია აღმოსავლეთს გადასცქერის დარუბანდსა და ოვსეთი გამარჯვების ზარებს ურეკს არაგაწსა.
მოსჩანს თამარს ეგებება აქ მხარგრძელი,იქ სოსლანი, ‘’გამარჯვებას’’ ეუბნება შამქორი და ბასიანი.
წუხს მარტყოფი რომ მის გულზე ყარჩიხა–ხანს უდგას ჯარი, მაგრამ მტარვალთ არ აცოცხლებს სააკაძე ‘’მოურავი’’.
მარაბდის ველს ცრემლად ექცა ალიონზე თეთრი ცვილი, ჩუმად კვნესის ჯანდიერი, ეწირება ცხრა ძმა გმირი.
ბახტრიონის ასაღებად ჯარი მოჰყავს გოგოლაურს, შალვას, ზაალ ერისთავსა და ნადირა ხოშარაულს.
ნაქერალას ელოდება ბიძინა და ელიზბარი ფშავ–ხევსურნი მოჰყავს ზეზვას ეგებება მთა და ბარი.
გმირთა სისხლში ლპება მიწა, და ეფლობა კაცთა გვამი, ეჰ, დიდია ისტორია ვერ გათელავს დრო და ჟამი.
ჰა, დაუგდეთ ყური მიწას უცნაურად უცემს გული, იქ კვლავ ცოცხლობს საქართველო ცოცხლობს ბრძოლით გათანგული.
მიწის გულში ისმის სუნთქვა, ისევ ტოკავს გმირთა ძვლები, მის წიაღში ჩურჩულებენ ჩვენი დიდი წინაპრები!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1866 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, მიწისქვეშა საქართველო, miwisqvesha saqartvelo, micisqvesha saqartvelo, leqsebi, Shako, შაკო, mitsisqvesha saqartvelo, mitscisqvesha saqartvelo
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|