Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - შავ-თეთრი მელოდია / bacho zaqaidze - shav-tetri melodia - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ბაჩო ზაქაიძე - შავ-თეთრი მელოდია / bacho zaqaidze - shav-tetri melodia


10:08 PM
ბაჩო ზაქაიძე - შავ-თეთრი მელოდია / bacho zaqaidze - shav-tetri melodia
ჩემი ცხოვრება - შავ-თეთრი კლავიშები,
ბოლო პერიოდი – მძაფრი მელოდრამა,
მძიმედ დავდივარ და კვალი არ იშლება,
ბევრი გამომყვება ალბათ მე, რომ გავალ...

ღმერთო, უშენობა არის არაფერი,
ყელში ამოვიდა მცდარი შენიშვნები,
ისევ შორს თუ წავალ გთხოვ, რომ დამიფარო,
გთხოვ რომ დამიფარო, თორემ შევიშლები.

გავხდი ამ ბოლო დროს ცოტა მიამიტი,
ბრძოლა მოვიგე და მაინც არ მგონია
დიდი გამარჯვებით რამე მომემატა.
დედის ლოცვასავით დამსდევს აგონია.

(გუშინ საღამოთიც გვიან დამეძინა,
როცა ცაზე მთვარე “თოკზე ეკიდება.”)
ვფიქრობ, პოეზია უფლის ანდერძია,
მე კი ერთადერთი “ტახტის მემკვიდრე ვარ.”

საუკუნეების ასაკს დავეტოლე
“ერთი ოქტომბერიც მგონი ზედმეტია.”
კითხვა მაწუხებს და მარტოს აღარ მტოვებს.
ვითომ ჯვარცმა არის მართლა ტრაგედია?!
თუ ჯვარზე, რომ თავად ღმერთი დაეტია?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1940 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0