Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ძველი ხიდი / bacho zaqaidze - dzveli khidi - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ბაჩო ზაქაიძე - ძველი ხიდი / bacho zaqaidze - dzveli khidi


10:10 PM
ბაჩო ზაქაიძე - ძველი ხიდი / bacho zaqaidze - dzveli khidi
გული მაწუხებს,
ამ ბოლო დროს „სხვაგვარად მიცემს“.

გვაშორებს ახლა შენობები და ძველი ხიდი,
(სულ ყველას სძინავს ამ ქალაქში ალბათ ჩვენს გარდა)
რომ შემხვედროდი, ასე ვფიქრობ, თვალებს დახრიდი,
გვერდს ამივლიდი და ვიტყოდი – ანგელოზს გავდა.

ყოველი ღამე შენი მოცდა არის რეცეპტი,
ვეღარ ვიცოცხლებ (ასე მითხრეს) ამის გარეშე,
მოძებნა იცი, რა ძნელია?! მაგრამ გეძებდი,
ყველგან გეძებდი აღარასდროს რომ არ გამეშვი.

ითოვა გუშინ, მშვიდად იდო თოვლი მინაზე
ვხედავდი, როგორ თეთრდებოდა ფრთხილად ის ხედი,
რომელსაც მეტად შეერია შენი სინაზე,
რომელსაც ფიქრი აღარ დარჩა იმაზე მეტი
–ძველი ხიდის ქვეშ (სადაც არ თოვს) როგორ ვისხდებით.

ბილიკებს ვტკეპნი, თავზე მათოვს, ქუჩა სველია,
ჩვენი შეხვედრის ადგილთან ვარ შუქნიშნის ახლოს,
დაგვიანება, ძველი ჩვევა, შენი სენია.
მე ჰორიზონტის კართან გიცდი, რომ შემოაღო.

შენ არც კი იცი რა ძნელია გერქვას პოეტის,
მაგრამ არ ფიქრობ ამაზე და არც კი განაღვლებს.
ამ ბოლო დროსაც დაიჩემე – ქრები ყოველთვის
როცა მჭირდები...
ჩავიკეტე...
კარი გააღე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1368 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0