Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - ვაჟკაცების ქარქაში / bacho zaqaidze - vajhkacebis qarqashi - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ბაჩო ზაქაიძე - ვაჟკაცების ქარქაში / bacho zaqaidze - vajhkacebis qarqashi


10:14 PM
ბაჩო ზაქაიძე - ვაჟკაცების ქარქაში / bacho zaqaidze - vajhkacebis qarqashi
საქართველო არის, თითქოს, დიდი ქვევრი,
იწურება შიგნით ერთად ცუდიც, კარგიც,
რაც ცუდია ილექება სულ მთლად ქვევით,
რაც კარგია გვერგება და წვეთს არ ვკარგავთ.

აქ ღრუბლები ცხვრის ფარას გავს დილით მთაში,
ხანაც ნაბადს წამოხურულს მხრებზე მწყემსის,
თუ რწმენა გაქვს მთის მწვერვალზე ფრთებსაც გაშლი
და ღმერთის ხმა სამოთხიდან ლოცვად გესმის.

გლეხის სახე ნაოჭებით თუ გინახავს?
გეგონება ნაპრალებში ჩასდის მტკვარი
და ამ მტკვარში ეჭიდება თითქოს ბრმად ხავსს
ასი ათას მოწამეთა წმინდა კვალი.

ქართველობა, არა როგორც ეროვნება,
ქართველობა არის დიდი ტრადიცია,
- თუ გინახავს მტერს რა გულით ეომება,
დარწმუნდები - არსად ასე არ იბრძვიან.

აღარ ვრეკავ საქართველოს გლოვის ზარებს,
რადგან ნაღდი ქართველები მყვანან გვერდზე
სხვის რა გითხრათ, ჩვენ ასეთად გავიზარდეთ,
ამ მიწის და ამ მთა-ბარის იქით ვერ ვძლებთ.

უსამშობლოდ არსაით არ დავიძვრებით,
რა უჭირს, რომ დაფლეთილი ჩოხა გვეცვას.
საძირკველი გავიშენეთ გმირთა ძვლებით
და თვალები ღვთისმშობელის არის ზეცა.

არ იქნება მთის სიწმინდე არ გვახსოვდეს,
მერე რა თუ ჩვენი ბუდე ქალაქშია.
აქ გმირები არ კვდებიან არასოდეს,
ჩემი მიწა ვაჟკაცების ქარქაშია.

ეძღვნება ამირან ჯანჯღავას...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 8437 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 2
2 genadi  
0 Spam
magari xar bacho

1 მერაბი  
0 Spam
ძაააან მაგარი ლექსია heart heart

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0