Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - მოლოდინი / bacho zaqaidze - molodini - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ბაჩო ზაქაიძე - მოლოდინი / bacho zaqaidze - molodini


10:15 PM
ბაჩო ზაქაიძე - მოლოდინი / bacho zaqaidze - molodini
დრო ისე მიდის არ აპირებს უკან დახევას.
ჩაგვეძინება მოაჯირზე მე და მოლოდინს,
ახლა ღამეა და შეხვედრის, ვფიქრობ, დრო მოდის,
თუმცა არ ჩანხარ, ეგ თვალებიც ვიცი არ მხედავს
და ჩემი მზერა ჰორიზონტზე ეძებს „ნახევარს.“
ახვეტავს ქარი მოლოდინებს და მოაჯირზე
ვრჩები მე მარტო – სასტიკია, როგორც დახვრეტა,
ბრუნდება უკან მოლოდინი და მოაბიჯებს
ქუჩაზე სადაც ყოველ ღამით ვუწყობ დახვედრას.
ვიფერთხავ თოვლს და ვერ ვიშორებ თმიდან სითეთრეს,
(მე ერთადერთი პოეზია თუ გამამხელდა.)
ეს სიმარტოვე სასტიკია, როგორც დახვრეტა,
ეს მოლოდინიც უშენობას, როგორ იფერებს.
დრო ისე მიდის არ აპირებს უკან დახევას....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1216 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0