Загрузка...
ბაჩო ზაქაიძე - შენი საბედო / bacho zaqaidze - sheni sabedo - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ბაჩო ზაქაიძე - შენი საბედო / bacho zaqaidze - sheni sabedo


10:34 PM
ბაჩო ზაქაიძე - შენი საბედო / bacho zaqaidze - sheni sabedo
მთელი ცხოვრება ეძებ შენს თავს ათას რამეში,
ათას გამვლელში ეძებ შენს თავს და შენს საბედოს,
ქუჩას გალეშილს აწვიმს და შენ რჩები ღამე შინ.
ჯერაც არ იცი სად იპოვნო შენი საბუდო.

ცდილობ დაიწყო ყველაფერი, თუნდაც ხელახლა,
მაგრამ არ იცი რა გამოვა და გსურს განრისხდე,
რადგან მცდელობა მერამდენედ ისე შეგახმა,
როგორც ოქტომბერს უნაყოფოდ მდგარი ალვის ხე.

ძველი წიგნების გადმოღებას იწყებ თაროდან,
ეძებ პერსონაჟს შესანიღბად თუნდაც დროებით.
თუნდაც ცოტახნით ეს ტკივილი გაიქარვო და
სუიციდისგან შეპყრობილი თოკზეც მოები.

აღარ გაშინებს აღარც ღმერთი აღარც უღმერთო,
მაგრამ ვერ ბედავ სიკვდილს, რადგან შენ - შენ არა ხარ,
ჩუქნი სიცოცხლეს შენთვის უცნობ ვინმეს და ერთობ
გტანჯავს განცდები – თუ ამ ფაქტმა რა დაგანახა.

ქაჩავ სიგარეტს და რგოლებში აძვრენ იდეებს,
ისევ საკუთარ (თუ კი ქვია ამას საკუთარ)
თავთან კამათობ და ყოველ წელს ასეთს იბედებ,
გჯერა, რომ შენს თავს (ამ წელს მაინც)
-“შენს თავს” დაურთავ.

მთელი ცხოვრება ეძებ შენს თავს ათას რამეში.
მაშინ, როდესაც აღარ გინდა რამე გაბედო,
ყოფას გალეშილს დაღლილობით ტოვებ და მაშინ:
ხვდები რომ მხოლოდ სიკვდილია შენი საბედო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1369 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, b.zaqaidze, ბაჩო ზაქაიძის ლექსები, ლექსები, პოეზია, bacho zaqaidzis leqsebi, bacho zaqaidze, leqsebi, ბ.ზაქაიძე, ბაჩო ზაქაიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0