Загрузка...
ოთარ რურუა - ბაგრატიონთა ხანაში / otar rurua - bagrationta khanashi - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » ოთარ რურუა - ბაგრატიონთა ხანაში / otar rurua - bagrationta khanashi


11:03 PM
ოთარ რურუა - ბაგრატიონთა ხანაში / otar rurua - bagrationta khanashi
ბაგრატიონთა ხანაში,
სიკვდილით სჯიდნენ ორგულებს.
ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ,
ჯვრებზე აკრავდნენ შეთქმულებს.
ოქროს გვირგვინებს ადგამდნენ,
რჩეულთა შორის რჩეულებს.
აფასებდნენ და იცავდნენ
ყველასგან გამორჩეულებს.
მეფეები და სარდლები,
ქებას ასხამდნენ ერთგულებს.
ერთურთს ანგარიშს უწევდნენ,
აქებდნენ გამარჯვებულებს.
ყოველთვის თანაუგრძნობდნენ
ბრძოლებში დამარცხებულებს,
პატივით იხსენიებდნენ,
ქრისტესთვის თავდადებულებს.
ღმერთებს ზვარაკებს სწირავდნენ,
ერკინებოდნენ ქარიშხლებს,
ადიდებდნენ და აქებდნენ
მსხვერპლად შეწირულ რაინდებს.
ბაგრატიონთა ხანაში,
ქალები აკვნებს არწევდნენ.
კეთილშობილი მხედრები,
ღვთის ღალატს სიკვდილს არჩევდნენ.
ერეკლეს ღალატს მხედრებმა,
ომში სიკვდილი არჩიეს.
მეფეებმა და მხედრებმა,
ქვეყანა გადაარჩინეს.
გადაარჩინეს ქვეყანა,
წარღვნას და გადაშენებას.
ვაშა, ქართველთა წინაპრებს,
დიდება ქვეყნის შენებას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1313 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, otar ruruas leqsebi, otar ruruas shemoqmedeba, ოთარ რურუა, პოეზია, ლექსები, leqsebi, ოთარ რურუას შემოქმედება, ოთარ რურუას ლექსები, otar rurua | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0