ისე ლამაზად ცეკვავენ ამ ცეკვას ჩვენი ქალები, სიხარულის ცრემლს აფრქვევენ მათი შემყურე თვალები. ტანს ისე ნაზად არხევენ შორს მიქარწყლდება დარდები, ვეტრფი მათ ნატიფ სახეებს, რომ მოსავთ შარავანდები. სიხარულს ვერსად ჰფარავენ ჩემი გული და თვალები, ქართულ ცეკვისთვის სამთავეს გულითამც ვენაცვალები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..