Загрузка...
თეო წიკლაური - სუნთქვასთან ახლოს! / teo tsiklauri - suntqvastan akhlos! - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » თეო წიკლაური - სუნთქვასთან ახლოს! / teo tsiklauri - suntqvastan akhlos!


11:13 PM
თეო წიკლაური - სუნთქვასთან ახლოს! / teo tsiklauri - suntqvastan akhlos!
შეხედე ერთი, წვიმის სვეტებს მზის სხივი აპობს,
უცნობ მგზავრივით ჩამისახლდი სტუმარი - რწმენად...
მთელი არსებით მიხუტებულს სუნთქვასთან ახლოს,
გამიჭირდება შენს ბაგეზე კოცნის დათმენა.
ყვრიმალებს ისევ ცრემლის ზოლი ალიანდაგებს,
გაწვდილ ხელებით მეხვევიან შენი მკლავები.
ძაფებს დააცლის მონატრება ვნების ფარდაგებს...
გაკოცო- სურვილს არასოდეს დავეზავები.!
ოცნებებს შეკრავს ერთ დიდ გუდად ცხადში-სიზმარი,
მოინადირებს გზააბნეულ აწყვეტილ ვნებებს..
ფიქრებს რომ გპარავს ასე ურცხვად მე ვარ ის ქალი,
რომ ჩაგეღვრება გულში სითბოდ და შეგიკედლებს.
ფრჩხილით მოკაწრულ მოლოდინებს, სარკმლის მინაზე,
ყელზე აწვება წარსულ დღეთა ნაყროვანება,
სიუხეშესაც შეპარვია ქალურ სინაზედ,
ზმანებასავით ფერმიხდილი შემოღამება.
ცაზე ოცნებით აცეკვებულ ვარსკვლავთაცვენას.
მთვარის ნათელი კაბადონზე შეუერთდება.
მიწა მოსტაცებს კრძალულობას კოსმიურ მძევალს,
და სიყვარულის სარეცელზე დაინეკნება.
შეხედე ერთი, წვიმის სვეტებს მზის სხივი აპობს,
უცხო მგზავრივით ჩამისახლდი სტუმარი- რწმენად...
მთელი სხეულით ჩახუტებულს სუნთქვასთან ახლოს,
მეტკივილება შენს ბაგეზე კოცნის დათმენა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1209 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, teo ciklauri, teona tsiklauri, leqsebi, თეო წიკლაური, teona wiklauri, teo tsiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 InterestingSite  
0 Spam

1 avtori  
1 Spam
ar vicodi aqac tu ido chemi elqsebi.

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0