Загрузка...
თეო წიკლაური - აი ეს არის ბედნიერება!... / teo tsiklauri - ai es aris bedniereba - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-11-27, 9:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » თეო წიკლაური - აი ეს არის ბედნიერება!... / teo tsiklauri - ai es aris bedniereba


11:16 PM
თეო წიკლაური - აი ეს არის ბედნიერება!... / teo tsiklauri - ai es aris bedniereba
მინდა რომ იგრძნო როცა მუცელზე, შემახებ ნაზად თითის ბალიშებს,
ჩვენი პატარის ფორიაქს-ძგერას, მუცელს რომ ურტყავს როგორც კლავიშებს...
მინდა შეიგრძნო რარიგ დიდია, ბედნიერების ეს ჩანასახი,
ჩვილი დედის ჭიბს-ჭიპით კიდია, როგორც კუნწულას ტყუპი ბარხატი.
მინდა რომ ჩვენი პატარის სუნმა, დაისადგუროს ოთახში, სახლში...
მერე ამაყად მივაბიჯებდეთ ბავშვებით ხელში, ქუჩაში, ხალხში!.
მინდა რომ სითბო წავართვათ მზესაც, სხივის კონებით მოვწნათ საწოლი...
გაჩუქო დიდი ბედნიერება, რომელსაც მხოლოდ გრძნობით აწონი.
დილით გავფინო ჩვილის პერანგი, რომელსაც დედის რძის სუნი ასდის,
მალე შეიგრძნო ის სიხარული, მხარზე რომ ჩვენი პატარა გაზის.
მინდა რომ იყო ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების მზრუნველი მამა,
ჩვენც მოვითხუპნოთ ჩვილის ფაფებით, როცა მოუწევთ პატარებს ჭამა.

მინდა რომ იგრძნო როცა მუცელზე, შემახებ ნაზად თითის ბალიშებს...
ჩვენი პატარის ფორიაქს-ძგერას, მუცელს რომ ურტყავს როგორც კლავიშებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1641 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, teo ciklauri, teona tsiklauri, leqsebi, თეო წიკლაური, teo tsiklauri, teona wiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0