Загрузка...
თეო წიკლაური - ცდუნება... / teo tsiklauri - cduneba - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » თეო წიკლაური - ცდუნება... / teo tsiklauri - cduneba


11:20 PM
თეო წიკლაური - ცდუნება... / teo tsiklauri - cduneba
მწუხრისფრად ელავს
ლიტურგიის ლურჯი კანდელი...
ხატის წინ მდგარი,
ვლოცულბ-მე ფიქრებით მრუში.
სენი ამკიდე სიყვარულის
ეს მერამდენედ გადაგივიწყე-
შემიყვარდი ახლიდან გუშინ.
უხმოდ მოცელავს ვნების ქათიბს
საკმევლის სუნი.
ლოცვისთვის მოსულს აზრს ნუ მირევ!
ნუ მეფიქრები!
ვარ სიყვარულით დატალღული-
სევდის ქალწული,
შემიჩნდი ცოდვად,
ვეღარ გზიდავ,დამაწყდა მხრები.
დასრულდა ლოცვა, ამინ...
ამინ! ღაღადებს მღვდელი.
მწუხრისფერ სახით
მივეყრდენი ტაძრის კედელზე,
აღსარებაზე ვერ შევძელი
მეთქვა სათქმელი,
და ჩემს მამაოს,
დღეს პირველად მე ვეღარ ვენდე.
ხატებთან ბჟუტავს
ჩამომდნარი თაფლის სანთელი...
პირჯვრის საწერად ვერ შევკარი
მტევანი ხელის,..
ვერ ვეზიარე,
დღეს მე არ ვარ-ამის ჩამდენი,
ვიდექი ხატთან თავდახრილი
უტყვი მლოცველი...
დასრულდა ლოცვა
გაირინდა ლურჯი კანდელი,
ტაძრის ეზოში
მრევლი დადის ნაზიარევი,
გული მეტკინა
ზიარება რომ ვერ შევძელი...
მეც წამოვწიე პირჯვრისათვის მარჯვენა ხელი.
გ ა დ ა ვ ი წ ე რ ე !


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1769 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, teo ciklauri, teona tsiklauri, leqsebi, თეო წიკლაური, teona wiklauri, teo tsiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0