Загрузка...
თეო წიკლაური - ნეკერჩხალი. / teo tsiklauri - nakerchkhali. - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » თეო წიკლაური - ნეკერჩხალი. / teo tsiklauri - nakerchkhali.


11:24 PM
თეო წიკლაური - ნეკერჩხალი. / teo tsiklauri - nakerchkhali.
ნეკერჩხალი სიყვარულის მბრძანებელი,
წითელ ფოთლებს ზეწარივით აფენს მიწას,..
დაგინახე, გავწითლდი და დავიბენი,
მერე უკვე ყველაფერი მიმავიწყდა.
შევაგროვე შემოდგომა ხის ფოთლებით,
შარი-შურით მივაბიჯებ ფიქრიანი,
შემიყვარე, თორემ ისევ გალოთდები,
ნუ მიყურებ, კაბა როცა მიფრიალებს...
შემოდგომა ფოთოლცვენით შეიმოსა,
თვალებში კი აგნთებია ნეკერჩხალი,
ვიცი გინდა გამაბრაზო, ახლა როცა-
ჩამიარე გვერდით, თითქოს ვერც მიცანი.
შემიყვარე, ზამთარში რომ არ შეგცივდეს,
სანამ სულ მთლად გაიყინა ნეკერჩხალი,
შემიყვარე, არ მინდა რომ გამიცივდე,
უფულოდ ვარ, დამედება წამლის ვალი.
ნეკერჩხალი სიყვარულის მბრძანებელი,
წითელ ფოთლებს ზეწარივით აფენს მიწას,
შეგეჩეხე ქუჩის ბოლოს-დავიბენი,
ჩაიარე შარა-შუკა გადაწითლდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2087 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, teo ciklauri, teona tsiklauri, leqsebi, თეო წიკლაური, teona wiklauri, teo tsiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0