Загрузка...
თეო წიკლაური - მარტოს! / teo tsiklauri - martos! - 27 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 27 » თეო წიკლაური - მარტოს! / teo tsiklauri - martos!


11:26 PM
თეო წიკლაური - მარტოს! / teo tsiklauri - martos!
დღემდე საწოლში მარტო მე მძინავს...
ადგილი მრჩება ძალიან დიდი,
როცა ზამთარში უზომოდ მცივა...
შენზე ოცნებებს მალულად ვყიდი!
დაორთქლილ მინებს ყინვა მოხატავს,
გამოზამთრება გამიჭირდება!...
როცა სიცივე ძარღვებში ატანს,
მაშინ შენს გვერდით წოლა მჭირდება!.
მცივა სულით და მცივა სხეულით!
ოთახში სითბოს-ქურდივით ვიჭერ!
დავბორიალობ ხელში რვეულით,
და შიგ ოცნებებს ლექსებად გიწერ!
მომეძალება ვნება ჯიუტად...
შემომაძარცვავს დათმენილ ლტოლვას!
ახლა მე შენთან რომ ჩამახუტა,
ერთად შევხვდებით რიჟრაჟზე თოვას.
წელს შემაშფოთა ცივმა ზამთარმა...
ვესაუბრები მდუმარე კედლებს,
მოითარეშა ოთახი ქარმა,..
ნეტავი ქარი თუ შემიკედლებს?!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1618 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, teo ciklauri, teona tsiklauri, leqsebi, თეო წიკლაური, teona wiklauri, teo tsiklauri, teona ciklauri, teo wiklauri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0