Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - მიყ- (ჯვარი გწერია) და ვარ-ხარ! / torrnike narozauli - mik- (jvari gtseria) da var-khar - 28 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 28 » თორრნიკე ნაროზაული - მიყ- (ჯვარი გწერია) და ვარ-ხარ! / torrnike narozauli - mik- (jvari gtseria) da var-khar


3:37 PM
თორრნიკე ნაროზაული - მიყ- (ჯვარი გწერია) და ვარ-ხარ! / torrnike narozauli - mik- (jvari gtseria) da var-khar
მე სანამ შენამდე მოვედი ათასი ნიღაბი მოვირგე,
ათასი ცეცხლის ტბა გავცურე, რკინის ქალამნებით ვიარე,
ხევებში ქარივით დამდევდა უმწეო ძახილი - "თორნიკე"...
და ხელებ დაჭრილი ხეების ყვითელი ფოთლების შრიალი.

მე სანამ შენამდე მოვედი ათასი გრიგალი დავძლიე,
დავთესე გრძნობა და სანაცვლოდ სრული უგრძნობლობა მოვიმკე,
ათასჯერ სიკვდილი მოვკალი და ხარკი ეშმაკებს ვაძლიე,
ყოველგან დამდევდა შენი ხმის უმწეო ძახილი - "თორნიკე"...

მე სანამ შენამდე მოვედი უშენოდ ვუძლებდი ქარცივებს,
და თაფლის თვალებში დაწურულ ბადაგის გემო არ ვიცოდი,
ახლა კი, როდესაც მოვედი, ვხვდები რომ... ვხვდები რომ გამძიმებ,
მძიმე ვარ და ისე ნამდვილი, ხელსაც რომ ვერ გამომიწოდებ.

მე სანამ შენამდე მოვედი კუპრივით დიოდა ზაფხული,
და ცრემლის ტალღებით გაწუწულ ნაპირზე კენჭებად მოვრიყე, -
შენი თმა, შენი ხმა, შენი ზმე და შენი ღიმილი ზღაპრული,
უაზროდ ნასროლი სიტყვები და თითქმის იმდენი "თორნიკე",

რამდენი კოცნა და შენამდე
სავალი მანძილიც დამჭირდა,
რომ მეთქვა მეფური იერით, -
რა მკლავდა;
რა მჭრიდა;
რა მჭირდა;
და რატომ არასდროს ვიყავი
ბედ- (ჯვარიმწერია) -ნიერი.

მე სანამ შენამდე მოვედი...
მე სანამ შენამდე მოვედი...
სანამ შენ მოგიპოვებდი, -
ვითმინე ჯვარცმა და დამარხვა,
(ხან რომ ხარ... თან რომ ხარ...
თან არ ხარ,
სატრფო და მიჯნური პოეტი).
და მოკლედ:
მიყ- (ჯვარიგწერია) და -ვარ-ხარ!




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1857 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, SIYVARULI, leqsebi, torrnike narozauli, miy jvari gweria da var-xar, miyjvarigweriadavarxar, miyvarxar, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0