მთავარი » 2014 » თებერვალი » 28 » თორრნიკე ნაროზაული - ვიღაცა / torrnike narozauli - vighaca
4:03 PM თორრნიკე ნაროზაული - ვიღაცა / torrnike narozauli - vighaca
|
ვიღაცა მალავს დაღადრილ სახეს, ვიღაც კი ამობს, რომ ღმერთი არ სწამს, ვიღაცა ხუჭავს, ვიღაცა ახელს, წვიმით თუ ცრემლით დატბორილ წამწამს.
და მაინც ყველა თავისას ეძებს, და მაინც ყველა თავისას ფიქრობს, ვიღაცა კვდება, მიწაზე ვერ ძლებს, ვიღაცა თვალში სინათლეს იქრობს.
დღეები რბიან, მირბიან წლები, ვიღაცა ჭკნება, ლპება და ქრება, იხრწნება ხორცი, იხრწნება ძვლები, და მხოლოდ ერთი - სულიღა რჩება.
ზის ღმერთი ქვაზე, ვიღაცას უხმობს, არავინ უსმენს... აგრძელებს ლოდინს, ზის ღმერთი ასე - უსიტყვოდ, უხმოდ.. არავინ არ ჩანს, არავინ მოდის..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1209 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორნიკე ნაროზაული, თორრნიკე ნაროზაული, tornike narpzauli
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|