Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - მადლობა უფალს, რომ შენ ხარ და... რომ შენ ხარ თამთა! / torrnike narozauli - msfloba ufals, rom shen khar da ... - 28 თებერვალში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » თებერვალი » 28 » თორრნიკე ნაროზაული - მადლობა უფალს, რომ შენ ხარ და... რომ შენ ხარ თამთა! / torrnike narozauli - msfloba ufals, rom shen khar da ...


4:20 PM
თორრნიკე ნაროზაული - მადლობა უფალს, რომ შენ ხარ და... რომ შენ ხარ თამთა! / torrnike narozauli - msfloba ufals, rom shen khar da ...
ანგელოზები ჩამომსხდარან სამრეკლოს კართან,
და აბრიალებს ქერუბიმი ზეციურ თვალებს,
მთელი სამყარო განაბულა - თვალს ახელს თამთა
არაბული, აბრიალებს თაფლისფერ თვალებს.

...და როგორც ცხენი არაბული, გაირბენს წლები,
ცრემლებს ღიმილს მოჰყვება და ღიმილს ცრემლები,
მერე კი ჩემი ჯერია და - აი,მეც ვჩნდები
კადრში და თემოს ნაკვალევზე მოგედევნები,

ანუ წილად გხვდა კიდევ ერთი [თითქმის] პოეტის,
და კიდევ ერთი ბუზღუნა ძმის ტვირთის ტარება.
სანამ ამ სახელს და ამ ტიტულს მოვიპოვებდი,
სად არ მათრიეს,გადამაგდეს სად არ... ქარებმა.

ბევრი ვნახე და ბევრმა ნახა ჩემი თვალები,
და ვასწავლიდი ზოგს ლოცვას და ზოგსაც გინებას,
თუ ფიქრობ, მხოლოდ თემოს გამო შეგიყვარებდი,
მაშინ ეს გრძნობა ერთ ცრემლადაც არ ეღირება.

...და შენ ხარ ნისლი, მთების ნისლი, ნისლი ჭიუხის,
...და შენი ხმაა აკივლება კლდეებში ქართა,
მადლობა, ვისაც შენს ყოფნაში ბრალი მიუძღვის!
მადლობა უფალს, რომ შენ ხარ და...
რომ შენ ხარ თამთა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2960 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორნიკე ნაროზაული, თორრნიკე ნაროზაული, tornike narpzauli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0