მთავარი » 2014 » თებერვალი » 28 » თორრნიკე ნაროზაული - მზე, იცი, როდის არის ყველაზე ნათელი?! / torrnike narozauli - mze, ici, rodis aris yvelaze nateli?!
4:29 PM თორრნიკე ნაროზაული - მზე, იცი, როდის არის ყველაზე ნათელი?! / torrnike narozauli - mze, ici, rodis aris yvelaze nateli?!
|
როცა ცაზე შორი შენი თვალებია, - მრავალ სხვათა შორის შენ გირჩიე, როცა უამრავი ქალი მყვარებია, - შეგეჩვიე!
იმედს არად ვაგდებ, იღბალს მითუმეტეს, შენთან არ მჭირდება რადგან - დამიჯერე! ახლა სულს გავცემდი - შენ რომ გიყურებდე, დაგიჩემე!
მიწას დავგრაგნიდი, შენ რომ მომეწიე ახლოს. ციდან გადავყრიდი ღრუბლებს ლეწვა-მტვრევით, მოდი მზეთამზეო, მოდი, მო, მეწვიე... - მენატრები!
როცა ცაზე შორი შენი თვალებია, როცა უშენობით ვძრწი და ვმძვინვარდები, როცა უამრავი ქალი მყვარებია - შენ კი უამრავჯერ ძლიერ მიყვარდები!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2306 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, Стихи, პოეზია, ლექსები, leqsebi, поэзия, torrnike narozauli, თორნიკე ნაროზაული, თორრნიკე ნაროზაული, tornike narpzauli
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|