Загрузка...
დავით ჯიმშიაშვილი - თბილისის თოვლი - 30 მარტში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:09 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » მარტი » 30 » დავით ჯიმშიაშვილი - თბილისის თოვლი


11:51 AM
დავით ჯიმშიაშვილი - თბილისის თოვლი
ნაწამებ წარსულს წინაპართა სისხლი აწვიმდა.
კამარას შეჰკრავს მოსეირნე მტკვარზე თოლია,
ელიას მთა თუ თვალს უსწორებს ბებერ მთაწმინდას
თურმე თბილისში თებერვალი მოუთოვია.

მზის და ვარდების ქალაქია,ისევ უმღერის
ყველა მოსურნე თუ მოკეთე ასე თუ ისე,
ძველ თბილისს თითქოს ხოხბისფერი შერჩა იერი
და ნარიყალა კი მასპინძლობს სტუმარ-ტურისტებს.

ქალაქი ახლა დილას იწყებს სუსხით,სიცივით,
გამოიგონეს წარმატების ყველა თილისმა,
ჭაღარასავით მოიხდინა.თითქოს იცინის
თეთრი ქურქი რომ მოიხურა ახლა თბილისმა.

თბილისს ათოვს და ქალაქია ახლა სულ თეთრი,
მომავალი კი გამეტებით წარსულს აბოლებს.
მაგრამ მზე უფრო უხდება და ვარდები ჰშვენის,
მზის და ვარდების ქალაქია -ასე ამბობენ.

ნაწამებ წარსულს წინაპართა სისხლი აწვიმდა.
კამარას შეჰკრავს მოსეირნე მტკვარზე თოლია,
ელიას მთა თუ ეტოლება ბებერ მთაწმინდას
თურმე თბილისში თებერვალი მოუთოვია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1653 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, TBILISI, tovli, zamtari, sicive, leqsebi, tbilisis tovli, davit jimshiashvili, თბილისის თოვლი, დავით ჯიმშიაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0