Загрузка...
თორრნიკე ნაროზაული - ქალო / torrnike narozauli - qalo - 4 ივნისში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ივნისი » 4 » თორრნიკე ნაროზაული - ქალო / torrnike narozauli - qalo


12:43 PM
თორრნიკე ნაროზაული - ქალო / torrnike narozauli - qalo
რახელ გაწვიმ-გაავდარდა გაზაფხული,
ჩემი გულის ამინდივით დარდიანობს,
ეგ ტუჩები ყინვისაგან დაზაფრული,
ქალავ როსღა გამაჩნდების სამზიანოს?

კარგი ქალო, ნუ ხარ ასე უკარება,
მერე რა რო ხევსური ხარ და მთის შვილი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ არხოტს ქალო,
ვერ გაბედავს მადევრობას კაცვიშვილი!

რახელ ჩაბნელდ-ჩამაღამდა ახიელას,
შურთხიც აღარ დაგოგმანობს ჭერხოს ბოლოს,
ვერსად წახვალ, ქალო, მაინც მაგიხელავ,
თუნდ დევების ჯარ-ლაშქარი შემებრძოლოს.

რად არ მაგწონს ვერ გამიგავ ცეცხლის სუნი,
ბუხრის პირას ბალღისთვის, რომ წინდას ქსოვდე,
რად არ გინდა ჭიუხები შენისლული,
შავ დალალზე თეთრი თოვლი, რომ გათოვდეს.

რახელ გაწვიმ-გაავდარდა ხასიათი,
ვაჰმე, თუ ვერ დაგიჩემე თმაზიანო,
მოსცილდ ქალაქს, როგორც სხივთა ათინათი,
შეგსვამ ცხენზე და აგავლევ სამზიანოს.

თორნიკე ნაროზაული


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 10204 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, torrnike narozauli, თორნიკე ნაროზაული, თორრნიკე ნაროზაული, tornike narozauli | რეიტინგი: 2.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0