Загрузка...
სულხან წულუკიძე - ის რაც დამრჩა ... / sulkhan tsulukidze - is rac damrcha ... - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ის რაც დამრჩა ... / sulkhan tsulukidze - is rac damrcha ...


7:12 PM
სულხან წულუკიძე - ის რაც დამრჩა ... / sulkhan tsulukidze - is rac damrcha ...
ახლად აქოჩრილს ვუმზერდი ფერდობს,
მეხატებოდა ლექსად ჯოკონდა,
მე სილამაზე ლანგარზე მედო,
და შესაწირად თქვენთვის მომქონდა.

ლექსების მწკრივი თვალებ გახელით,
საფრთხობელებად ედგათ დემონებს,
და მიხაროდა როგორც კახელი,
თავის ღვინოს რომ დააგემოვნებს.

და მიხაროდა როგორც მერცხლების,
მაისის მზეში განავარდება,
ვით აფეთქება მზის ნაპერწკლების,
და სიყვარულის ცეცხლად ანთება.

მაგრამ რა არის ქვეყნად მარადი,
უკვდავება რომ მოკვდავს მეძებნა,
გამეფებულა სულში ღალატი,
და ხორცის სუნიც იგრძნეს მხეცებმა.

ახლა ოცნება ცას ვეღარ აღებს,
ის დამემართა რაც არ მეგონა,
ახლა მე ვხედავ დემონის სახეს,
ჩემი სისხლი რომ დააგემოვნა.

დაიმსხვრა კოშკი, ფერდობი დაჭკნა,
ჩემი მშვენება გაქრა ჯოკონდა,
და სიყვარული ტკივილად დამრჩა,
შესაწირად რომ თქვენთვის მომქონდა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, სულხან წულუკიძე, sulkhan tsulukidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0