სულხან წულუკიძე - შენთვის ... მაპატიე! / sulkhan tsulukidze - shentvis ... mapatie!
ისე მაგიჟებს მოძრაობა, ხალხი, ვაგზალი, ასე მგონია ბროდვეია, თაიმსკვერია - თბილისი. მე ჩემს მყიფე ფიქრებს ვერსად ვაგზავნი, დაიმსხვრევიან! აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა, უკანასკნელად გეხვეწები,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1273 / თარიღი: 2015-02-07 / 11:28 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ / sulkhan tsulukidze - vtser da sisveles vegharafrit veghar vpatiob
ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ ამინდს რომელსაც აღარ შერჩა ძალა გამოდრის, ამ დროს გიჟი თუ მოისურვებს ჩართოს რადიო, რადგან წერა და სიყვარული აღარ გამოსდის გათენებამდე უსაშველოდ მთვრალმა deep purple-ის" "child in time" მოუსმინოს ვინმე ქართველის შესრუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-02-07 / 11:25 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ტბა / sulkhan tsulukidze - tba
მე ვარ ეული, კეთროვანი, მქვია წარსული, ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ. და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი, ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო. მერე კი წყალში ვიხედები, ტბას არ ანცვიფრებს, სახეზე კეთრი, და ნაკვთების ასიმეტრია, სწორედ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1325 / თარიღი: 2015-02-07 / 11:24 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ბაკურ გაბუნიას / sulkhan tsulukidze - bakur gabunia
აქ, ამ ქალაქში დაამწყვდიეს ის (ჩვენი) ღმერთი, თვალებიდან რომ მოსდიოდა ცრემლების წვიმა. მოგონილია დედამიწის სიმრგვალე ჩვენთვის, რომ არ გავიქცეთ რომელიმე კუთხიდან ჯიმა! დრო მიდის, წლებს კი სინანულით ახურავ სარქველს და ამ უფლისგან მონიჭებულ ძალას თუ წყევლას, დრ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2015-02-07 / 11:22 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ჩემს ძმას ანდრეას... (ლექსი N2) / sulkhan tsulukidze - chems dzmas andreas ... (leqsi 2)
ახლა ვარ თითქოს მშობლიური კერის ტუსაღი, საბნის მაგივრად მოხურული შენი პალტო მაქვს, მაინც რაგვარად გაგიმართლა შე ყურმუსაღო, ჩვენში პირველი შენ გაისვრი ნამდვილ ავტომატს. ახლა ვარ... თითქოს სინანულის რბილი წვიმა ვარ, მოსული დედის სანუგეშოდ,როგორც უსტარი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 2356 / თარიღი: 2015-02-07 / 11:21 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ალბომი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - albomi (marikos)
ქარია ცის და დედამიწის გზაგასაყარზე, მალე ამინდი უხარისხო წვიმას მოროშავს, დიდი ხანია გასული, რაც ლექსებს აღარ წერ, დიდი ხანია ჩემს თვალებში ხედავ ბოლოჟამს... და ვხვდები კიდეც გეშინია, ვხვდები განიცდი, რომ ჭიასავით წამომაგებს ბედი ნემსკავზე, მე კი მესმ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1123 / თარიღი: 2015-02-07 / 11:20 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - შემოაბიჯე (მარის) / sulkhan tsulukidze - shemoabije (maris)
ამ ახალი წლის მეორე დღეს თხუთმეტ იანვარს, ბედობაა და მეფიქრები, (ანუ გიბედებ) ოთახის თეთრი კარებივით თითქმის ღია ვარ, და იმედები მიმართლებენ თვითონ იმედებს. გიყვები, მინდა დავივიწყო ყველა ცინიზმი, რომლითაც მთელი დედამიწა გაერთიანდა, მე კი მარტო ვარ შენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1260 / თარიღი: 2015-02-07 / 11:11 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - გელინო (აჭარულ კილოზე) / sulkhan tsulukidze - gelino (acharul kiloze)
ჩალით სავსეა მერეგი, მიმინო ცაში სეირნობს, აკვანს მიხედე მერე კი, გვერდზე მოგვიჯექ გელინო. ნახე სირთების გადაღმა, ჩვენი მიწები მთავრდება, ჰოდა იმღერე ხმამაღლა, იქ დედეს გუუხარდება. იტყვის მომესწრო ბიჭები, შეკრთება, გაფაციცდებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1703 / თარიღი: 2015-02-07 / 11:10 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - რა გითხრა?! / sulkhan tsulukidze - ra gitkhra?!
მკითხე და პასუხს ვერ მიიღებ რაზეც იკითხე, რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის სურვილი! რა გითხრა?! ისევ პოეტი ვარ და ვგრძნობ, დღითიდღე სამყარო როგორ მიფეთქდება ფეხქვეშ ჭურვივით. რა გითხრა?! ისევ მენატრება ჩემი ორკარა ქოხი, ბაღი და საღამოთი მურას აშვება,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2015-02-07 / 11:06 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარის - უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი ... / sulkhan tsulukidze - maris - usashveloa ushenobis tsvimit nazavi ...
უსაშველოა უშენობის წვიმით ნაზავი ქარი,რომელიც შემოდგომას სიზმრებს უფლითავს, მე ყოველ დილით ვიღვიძებ და გეძებ ბრმასავით, რადგანაც პირჯვარს ვიწერ მხოლოდ შენი შუბლიდან. ოთახი ჩემი ოცნებების არის საძვალე, ღიმილით მხოლოდ უხარისხო ნიღაბს ვიზომავ, და ამ ოთახშ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1315 / თარიღი: 2015-02-07 / 11:05 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარის - კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს ... / sulkhan tsulukidze - maris - kargia poets fantaziis unari tu gaqvs ...
კარგია პოეტს ფანტაზიის უნარი თუ გაქვს, მე ყოველ ღამით მივუყვები ღრუბლის ხარაჩოს ცისკენ და დედა, როგორც მთვარე კარების უკან ჩემს (ამ ბოლო დროს გახშირებულ) წუხილს სდარაჯობს. მგონია ზოგჯერ, როცა სულზე რკალად მევლები, გიჭირს გაგება, ბედმა დღემდე როგორ მაგროვა,
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1170 / თარიღი: 2015-02-07 / 11:04 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარიკოს - იტყვი რომ მოგწონს ... / sulkhan tsulukidze - marikos - itkvi rom mogtsons ...
იტყვი რომ მოგწონს,მაგრამ არც ისე მოგწონს და წყეულ სიტყვებს გაწელავ, ანდა რა იყო ამ ხნის მანძილზე, ორი კინკილა ლექსის დაწერა.... მერე კი მივა,ვიღაც იყიდის, ამ (მაინც) ლამაზ კაბას ცოლისთვის და რჩები გუნდის წევრი რიგითი, ერთ დროს იმავე გუნდის სოლის
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2015-02-07 / 11:02 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარიკოს - მეწვის უშენობა ... / sulkhan tsulukidze - marikos - metscvis ushenoba ...
მეწვის უშენობა,თუმცა ჯობია რომ... ჯობდა არაფერი მეთქვა. ღამე გამთენიას ისე მშობიარობს მთვარე დატრიალებს,ბოლთას სცემს და პალატიდან ღრუბლის პალატიდან, ძვრება მშობიარე ცოლთან. მე კი გადამღალა ბედთან ომობანამ, (როგორ მეშინია ზოგჯერ.) და თუ პო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1070 / თარიღი: 2015-02-07 / 11:01 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - დედას (როცა ქალაქის უღიმღამო ქუჩებს მოვივლი) / sulkhan tsulukidze - dedas (roca qalaqis ughimghamo quchebs movivli)
როცა ქალაქის უღიმღამო ქუჩებს მოვივლი, ვიწვი და შენზე უსასრულო ფიქრი იწყება. მარტოობა კი მელოდება სახლში ცოლივით, რომელსაც მუდამ ჰგონია, რომ გრიპის სიცხე მაქვს. ახლა პირველი აპრილია, გარეთ სუსხია, მალე იქნება ზაფხული და პაპანაქებაც, ახლა ჩემს სხეულს უშენისფრო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1187 / თარიღი: 2015-02-07 / 11:00 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ასრულდა... / sulkhan tsulukidze - asrulda
ასრულდა... ისევ დავუბრუნდით ერთმანეთს მტკვარო, ასრულდა... ასე უარაფროდ საკუთარ იღბალს მივყვები შორს და შეიძლება უბრალოდ ვთქვა, რომ ბედმა ცხოვრება სულ სხვაგვარი ფერებით ნიღბა. ვიდრე გვინდოდა, ვოცნებობდით და ვიდრე გვსურდა, ვერც ეს ქალაქი ვერ ეღირსა სასურველ ტკბილ ძილ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1065 / თარიღი: 2015-02-07 / 10:58 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - უბრალო ამბავი (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - ubralo ambavi (marikos)
მე გითხარი რომ შენ ხარ ჩემი ჩიტი, ნიბლია, (ამბობობენ თურმე ლამაზია, აბა რა ვიცი?!) ამ შემთხვევაში სიტყვებს უფრო მეტი ხიბლი აქვთ, და უფრო მეტი უფლება აქვთ გითხრან თავისით, ის თუ როგორი ტკივილია ბედთან ნათლობა, ისიც რომ შენი თმები ღმერთის ანაბეჭდია, მე ა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1055 / თარიღი: 2015-02-07 / 10:56 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მე ახლა გიწერ, ლექსებს გიწერ ... / sulkhan tsulukidze - me akhla gitscer, leqsebs gitser ...
მე ახლა გიწერ,ლექსებს გიწერ,შენ იცი თან არც. წლები ბანქოში მოგებული ფულივით ვხარჯე, ახლა კი როცა ყელზე მადევს სიცრუის დანა, მინდა საკუთარ ტყუილთან რომ მართალი დავრჩე. სულ სხვა ფასი აქვს ამ ბოლო დროს ყველაფერს ხედავ? წიგნებს,მეგობრებს, გამოგზავნილ ლობიოს კონსერვს, <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1114 / თარიღი: 2015-02-07 / 10:55 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარიამს / sulkhan tsulukidze - mariams
შენ ახლა მთიდან მოვარდნილი გრიგალი გართობს, მუხლებთან ჯერ არ ახდენილი ოცნება გიზის, არ მინდა მორიგ გაზაფხულსაც ვიარო მარტომ, და არც ის მინდა დედოფალი მოვტაცო ქიზიყს. ტკივილი რაღაც უცნაური სურვილით მდაღავს, თითქოს ლექსებმაც მიმატოვეს ამ ცეცხლის შუა, ცოტ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2015-02-07 / 10:54 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ლ ი ლ ე (მარიკოს) / sulkhan tsulukidze - l i l e (marikos)
ბევრი რამ გულში ჩავიკალით,მარტივად დავთმეთ, ბევრი რამ ქარებს გავაყოლეთ, წარსულის ჩრდილებს, სულ მალე ათვლას დავიწყებთ და სულ მალე ცხრა თვეს, ცხრა ანგელოზის ნაოცნებარს დავარქმევთ ლილეს. ამ ბოლოს ფიქრი მამობაზე სიცოცხლეს მიზრდის, სულში მაცხოვრის ნაწილაკად შერჩენ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1159 / თარიღი: 2015-02-07 / 10:53 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მარიკოს / sulkhan tsulukidze - marikos
ვერაფერს ვერ ვწერ,მე წარსულის ნათებას შევრჩი, ან უფრო შენი თვალების და ოცნების კიდეს, ვზივარ და ასე მგონია რომ ამ წყეულ მკერდში, ათასი ცოდვით წაბილწული ორგანო მიდევს. ვწუხვარ და ტანზე მონატრების ეკლები მაყრის, ჩემო თოჯინა,შენი სუფთა ღიმილი მიყვარს, ვწუ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-02-07 / 10:52 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - სამი დიეზი (მ ა რ ი კ ო ს ) / sulkhan tsulukidze - sami diezi (m a r i k o s)
რაშიც აქამდე მიცხოვრია მხოლოდ ეჭვია, თითქოს ცოტა ხნით დავაღწიე თავი კატორღას, რატომღაც მავნე ჩვევასავით გადამეჩვია ლექსი და ჩემი პოეტობის მჯერა რატომღაც უბრალოდ ასე მოგიყვები, ჩემი ცის კიდე, ათიათასჯერ გაუზომავს ბედის თარაზოს, სიკვდილ - სიცოცხლე ლექსებ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1359 / თარიღი: 2015-02-07 / 10:51 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ლ ი ა / sulkhan tsulukidze - l i a
ლია შეხედე!ეს კადრი ნახე! გზებზე ზამთარი ამწყდარი ფლოსტით, დადის და როგორც ობოლის სახეს, სურდოდ იანვრის წვიმები მოსდის. და შენს სახესაც (ერთგვარად) უჯერს, ტკივილად შერჩა ეს კადრი ლია, თბილისში როგორ ზარავდა ქუჩებს, ხმელი ფოთლების ესკადრილია.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1171 / თარიღი: 2015-02-07 / 10:50 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - თოვს. თბილისი კი სიცივეში ბებერ დონიტას წააგავს / sulkhan tsulukidze - tovs. tbilisi ki siciveshi beber donitas tsaagavs
თოვს. თბილისი კი სიცივეში ბებერ დონიტას წააგავს, თითქოს სამყაროა როგორც სენსორი, და რომ ვიპოვო განსხვავება ცას და შენს შორის, მგონია უნდა გიყურებდე ღმერთის დონიდან. მგონია უნდა შევაჩერო ყველა ხამხამი. ლექსებმა, ისიც გათენების წინ თუ იციან, რომ ჩემი მწი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1075 / თარიღი: 2015-02-07 / 10:49 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ჩემი ცხოვრება შავთვალებავ / sulkhan tsulukidze - chemi ckhovrebis shavtvalebav
ჩემი ცხოვრება შავთვალებავ, წიგნის თაროს გავს, რომელსაც აღარ ალაგებენ უკვე წლებია და როცა დილის მათრახები ღამეს გაროზგავს, როცა ბათუმში დატრიალებს სუნი ირისის, ვხვდები ამქვეყნად არაფერი არ შემძლებია, რომ ცივი ოთხი კედელია ახლა თბილისი.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2015-02-07 / 10:48 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მე რომ ... / sulkhan tsulukidze - me rom ...
მე რომ არ ვიყო შენთვის ლექსებს ვინღა დაწერდა, მაგრამ სულ მალე დამერქმება ბოროტი ზრახვა, გაირინდები კალმახივით ცაცხვის ფაცერთან და მერე სულ სხვა დინებების პირისპირ წახვალ... და მერე განმსჯი, განმსჯი მხოლოდ ცივი გონებით, მონათლავ გიჟურ გამოხტომად ღმერთთან შეფიცვას, <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2015-02-07 / 10:47 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მე და შენ / sulkhan tsulukidze - me da shen
ამინდმა ივლისს სირცხვილივით წვიმა აჭამა, ტირი, თუმცაღა ყველაფერი ძვირფასო წინ გაქვს და მე მგონია უკვე მკვდარი კუკარაჩა ვარ, შენ კი ჩემს სულში გაზაფხულად მოსული ინგა.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1062 / თარიღი: 2015-02-07 / 10:46 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ჩემ ბედს ოდნავი, ნასიცხარი სიწითლე დაკრავს/ sulkhan tsulukidze - chems beds odnavi, nasickhari sitsitle dakravs
ჩემ ბედს ოდნავი,ნასიცხარი სიწითლე დაკრავს, როგორც ივნისში ნაადრევად შეთვალულ ჟოლოს, მკლავდა უაზრო,აუხსნელი წარსული, მაგრამ შენთვის არასდროს მიძებნია თავი და ბოლო უფალო,რადგან ყრმობიდანვე მოვირგე როლი და გულისგულში შეგინახე მეჩეთის კართან და რადგან თითზე ჯვარ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2015-02-07 / 10:44 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ალბათ! (გენრი დოლიძეს) / sulkhan tsulukidze - albat (genri dolidzes)
მზე სუსტია ამ საღამოს,ზღვაც ცივია საბანაოდ, უფერული ღრუბელი კი,ჩასუნთქვაზეც დაქანაობს სად ხარ ახლა? შე უღმერთო, დედამიწის რომელ კიჩოს, დედაჩემის თვალებივით მომანატრე თავი ბიჭო. გუშინ ღამით ღმერთი ვნახე,ვუყურებდი კრძალვით ერთხანს, მერე ადგა და კალთიდან პოეზია
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2015-02-07 / 10:43 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან / sulkhan tsulukidze - titqos dagircha kvelaferi gvian
თითქოს დაგირჩა ყველაფერი გვიან, არადა საათების წინ დაბადებულს - სუნთქვაც გასუქებს პასუხს - კითხვაზე, ცოცხალი ხარ? კი ან არადან ირჩევ და მაინც ვეღარაფრით ვერ უპასუხე უფალს, ამგვარად გეფიქრება ყველ;ა სიბილწე, სხეულზე ეკლად დახვეული ძარღვთა სისტემა გიმსხვრევს კ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1004 / თარიღი: 2015-02-07 / 10:42 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - პოეზია - კი... (ლექსების გამოფენა) / sulkhan tsulukidze - poezia - ki ... (leqsebis gamofena)
გამიჭირდება ამ ტკივილის ტარება ვგონებ, რადგან სულერთი აღარ არის რა გითხრეს სხვებმა, პოეზია კი ჩემი აზრით უფროა თონე, რომელშიც ახალმოზელილი პოეტი ცხვება... უძილო ლექსებს ღამეების გვერდით ვალაგებ და თითქოს სტროფებს ვინახავდე <
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1258 / თარიღი: 2015-02-07 / 10:40 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მერაბ ჯიხაძეს. / sulkhan tsulukidze - merab jikhadzes.
სამყარო თითქოს მოქნეული დათვის ტორია, და მერამდენედ აიცილე ვეღარ აჯამებ. ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ყალბ ისტორიას, აუქციონზე შეფასებულ ტკივილს, საჯაროდ. ჩვენ ვიცით,თუმცა გვედარდება უკვე ნაკლებად, რომ არწივობას აბრალებენ ყველა ღობისჩიტს, და სანამ ღმერთი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2015-02-07 / 10:38 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - იქუხა, ყველამ დაიძახა ერთბაშად ვაშა / sulkhan tsulukidze - iqukha, kvelam daidzakha erbashad vasha
იქუხა, ყველამ დაიძახა ერთბაშად ვაშა, უკან დახევაც დაავიწყდა ნაპირთან ტალღას, შენ ჩემი ძმა ხარ, მამაჩვენის უმცროსი ვაჟი, ნაკლებად, ანუ გაუჭრელი ვაშლივით მგავხარ. მერე კი ერთად ვიზრდებოდით, ვფეთქავდით ერთად, ვადგამდით ნაბიჯს მიყოლებით, ვიდგამდით ენებს, და გვწა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1279 / თარიღი: 2015-02-07 / 10:37 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ტკივილი გსურდა?! / sulkhan tsulukidze - tkivili gsurda?!
ტკივილი გსურდა? აჰა! შენი ტკივილი,წადი! ვიწყები უცხო გავლენიდან,ლექსიდან რომლის დაზეპირებას შევეცადე მაგრამ ამ წადილს, კლავდა ვენებზე მიყინული თებერვლის თოვლი. ტკივილი გსურდა?აჰა! შენი ტკივილი,ზიდე! რადგან ვერაფრით გეშველები და რადგან არც მე აღარ მაქვს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1097 / თარიღი: 2015-02-07 / 10:36 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - უბრალო ლექსი (ნიკა წერეთელს) / sulkhan tsulukidze - ubralo leqsi (nika tseretels)
ვიცი ვერაფრით მიპასუხებ, მეც მხოლოდ ვიწრო წერილით უხეშ რეალობას ოდნავ ვინაზებ. არც არაფერი შეიცვალა, უბრალოდ ის რომ ყოველ საღამოს აღარ ვფიქრობ მოროშკინაზე. ვეღარც მარიკა დავივიწყე,რა ვქნა იუზგარ, კვლავინდებურად დაგოგმანებს ამოსაგდები, სულში სურვილად შემოვარდ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1225 / თარიღი: 2015-02-07 / 10:35 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - გწერ ... / sulkhan tsulukidze - gtser ...
გწერ,იცი სადღაც დამეკარგა სიწითლე ბავშვის, ჩემს ნარჩენს გზებზე მეეზოვე ქალები გვიან, და ამ ქალაქში შემორჩენილ ერთადერთ კავშირს, სასაცილოა რომ სახელად "მწერალთა" ქვია. გწერ,რაღაც უცხო შეგრძნებაა და ბროლის გათლილ ჭიქიდან არყის ზეგავლენით - (ნამდვილად ღირდა) გწ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1082 / თარიღი: 2015-02-07 / 10:34 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - წარსულის ლექსი / sulkhan tsulukidze - tsarsulis leqsi
მე მეცინება,შენ კი ლამის ბოლო მომიღე, გინდა მიძღვნებით გადავასწრო: პეტეფს, ნონეშვილს. ცოლი არა ხარ,რა აზრი აქვს მაინც რომ იყო მაგას ვერაფრით დაგპირდები გოგო,მომეშვი! გაბრაზდი,ისე გაიბუტე ვეღარ გადმოცემ. შენი პოეტი შებრალების ღირსი ხომ არის? ჰოდა მისმინ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2015-02-07 / 10:33 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - წერილი როის / sulkhan tsulukidze - tserili rois
მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს, სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი. მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს, რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროსს, მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარად და სი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1093 / თარიღი: 2015-02-07 / 10:32 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - con te partiro / sulkhan tsulukidze - con te partiro
ოთახი ცივი, შენ უსმენ ბოჩელს, საწოლთან ჩუმი ფიქრების რიგი, ოღონდაც ჩემი წვალება მორჩეს, მერე კი სადმე ჯანდაბის იქით წავალ, მანძილებს გავივლი იმდენს, რამდენსაც ადრე - ქუსლების ცვეთით, მსურს ახლა ისე უზომოდ წვიმდე, რომ დასაფიცად არ დაგრჩეს წვეთი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1244 / თარიღი: 2015-02-07 / 10:31 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - წერილი / sulkhan tsulukidze - tserili
აკორდი მძიმე, ფორტე და ფორტე, ოქტავის მიღმა სძინავს პიანოს, ვწუხვარ რომ შენი თითებით მორთულ დედაქალაქში დავიგვიანე. და ალბათ არც კი მელოდი კართან, გატაცებული პეპლების ჭერით, მე მაინც მწამდა არაფრის გარდა, ყველაფერი რომ ხდებოდა ჩემი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1012 / თარიღი: 2015-02-07 / 10:30 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - მამას / sulkhan tsulukidze - mamas
ივნისის თვეში ალიონმა ნამად დამწურა, შენ ეს დარაჯმა მოგახარა მგონი - იურა ერქვა და ხელი გადახვიე მამაკაცურად, შეუსვენებლად გამოცალეთ შამპანიური სამი თუ ოთხი, აღარ გახსოვს, ვერ დაითვალე, კითხვით, წვალებით მოაგენი ჩვენი პალატა, კართან ღიმილით შეგეფეთა ბე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2015-02-07 / 10:30 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - არ იცი / sulkhan tsulukidze - ar vici
არ ვიცი იქნებ მართლა გინდა რამე დაწერო, პოეტი? არა! სტატუსებს ხომ ზევით ადგენენ, რვეული, ვიწრო ნახაზები, თეთრი საცერი და გინდა ასე მოიშუშო ბევრჯერ ნატკენი. იხსენებ, მძიმე ნაფაზები ფილტვებს კუპრავენ, ვერ მოინელე ჰიროსიმა და ნაგასაკში იმაზე მეტი დაგეხოცა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2015-02-07 / 10:29 AM / შაბათი
სულხან წულუკიძე - ჟან ... (ჩემს ძმას ანდრიას) / sulkhan tsulukidze - jan ... (chems dzmas andrias)
წვიმა გადავისხი სისხლში გლიცერინად, ჟან აქ ტკივილია,ბედის პანაშვიდი. ვწუხვარ,წერილიც კი არ მიმიწერია, ცოტა მოეფერე დედას,დაამშვიდე ახლა აფსურდია,რამე მოვახერხო, გზებზე ვხეტიალობ მარტო და რაღაცა ძალამ შემოდგომა ხეებს მოახერხა, (დედას იგინება ვიღა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1056 / თარიღი: 2015-02-07 / 10:28 AM / შაბათი
|