09 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:08 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 09



ანდრია ფენი - შენ გიყვარს ზღვა / andria feni - shen gikvars zghva


შენ გიყვარს ზღვა, ჰო ვიცი გიყვარს…
ჩარჩოში ჩაგისვამდი და გაჩუქებდი…
ვფიქრობ კარგია ჩარჩოში ჩასმული ოდნავ ბლანტი სითხე…
მე შენ ეს უნდა გაჩუქო…
ის რაც მატერიალიზდება მოკვდავია…
უფრო უკვდავი გრძნობის აღმძვრელი მატერიაა…
შენ გაშლი მკვლავებს, სხეულის სითბოს გაუზი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2015-02-09 / 10:20 PM / ორშაბათი

იუნა შაფათავა - მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე / iuna shafatava - modi, ar gvinda dghes sikvarulze


მოდი, არ გვინდა დღეს სიყვარულზე
დღეს მთვარე ასე მაღლიდან გვიცქერს
მოდი, ნუ მეტყვი დღეს სიყვარულზე
დღეს მკვდარი გული გიჟივით მიცემს…

დღეს ასე მიყვარს ეს ვარსკვლავები
რომ გუშინდელი არ ახსოვთ ყინვა
დღეს ვიყოთ მხოლოდ კოცნით მთვრალები
და დავივიწყოთ ო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1476 / თარიღი: 2015-02-09 / 10:17 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - გან–მარტება / beqa qebuladze - gan-marteba


მარტივად ამარტებულ განწყობას ვიმარტივებ,
ქარები წრიალებენ ჯიუტი მანერებით.
ესაა მეგობარო ცხოვრების ,,სიმარტივე’’ –
ერთმანეთს ვითვისებთ და არასდროს არ ველევით.

მეგობარს სიკეთისთვის არ ვუხდი ჯამაგირებს,
ეშმაკებს სულს არ ვჩუქნი, ზნეობის დარაჯი ვარ.
მჯერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1257 / თარიღი: 2015-02-09 / 5:03 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - სამოთხის კართან / beqa qebuladze - samotkhis kartan


შენ ისტორიის მოწილადე გახდი დღეიდან,
ჩემი ლექსების ადრესატი შემრჩი შენ ერთი.
უბის წიგნაკში ამ სიტყვებსაც მჯერა შეიტან,
გახსოვს? ჩვენ წმინდა მოწამეთა გზასთან შევერთდით.

შენ ქვეშმიწერის მაგალითად გავხარ წილადებს,
ქრიზანთემებიც მაგ თმებს შორის ადგილს გიცვლიან.. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1232 / თარიღი: 2015-02-09 / 4:02 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ,,ავემარია’’/ beqa qebuladze - ,,avemaria’’


,,შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ, როგორც მიმოზა’’...

არჩილ ფირცხალავა

მე მაგონდება ნაღვლიანი ორეულები,
მგონი ამ ღამის ორეულიც მთვარემ არია.
გთხოვ დამიჯერე, სიყვარულით რომ გეუბნები:
დღითიდღე უფრო მენატრები ,,ავემარია’’!

მე მაგონდება მოფარფატე მა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1323 / თარიღი: 2015-02-09 / 4:01 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ამ ბოლო ლექსამდე... / beqa qebuladze - am bolo leqsamde...


ქალისთვის შექმნილი ათასი ლექსიდან
თითოში ჩაქსოვილ მძივებად მოსჩანხარ.
იმ ღამით ქვეყანას მშვიდად რომ ეძინა,
სიფხიზლის ეტლიდან გიცქერდი ყოჩაღად.

ვისხედით შორი–შორს, თუმცაღა ახლოდან
ფაქიზად მოსული რითმები გვესმოდა;
ერთ დღესაც ავხედეთ ჩვენ მაღალთაღოვან
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1221 / თარიღი: 2015-02-09 / 4:00 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ეფემერები / beqa qebuladze - efemerebi


ატირებულან ეფემერები
და გულის ძარღვებს სტკივათ კვირტები..
შორიდან ისე ვერ გეფერები,
როგორც ახლოდან მიადვილდები.

ცრემლის გარეშე ატირებულან -
თეთრი ნაძვების მწვანე წიწვები.
მე მივუყვები ნაპირს მეფურად,
შენ - სანაპიროს ტალღად ირწევი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1351 / თარიღი: 2015-02-09 / 3:59 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ერთი საათის წინ... / beqa qebuladze - erti saatis tsin...


ერთი საათის წინ
ველაპარაკე დას.
ის მონატრება მცრის,
ჩემს ფიქრებში რომ დგას.

ერთი საათის წინ
გავესაუბრე ცოლს,
მე ნუ დამწამებ ცილს,
თუ გული შენს გულს მთხოვს.

ერთი საათის წინ
ველაპარაკე შვილს.
ჩემი წარსულის წილ
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1190 / თარიღი: 2015-02-09 / 3:58 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - მერცხლები / beqa qebuladze - merckhlebi


გამოზაფხული უყვართ მერცხლებსაც,
შენ გაზაფხულის გხიბლავს მერცხლები.
წუთით ვეწვიე გუშინ მეცხრე ცას.
დღეს კი მესამე ცასაც ვერ ვწვდები.

ვზივარ, გნატრობ და მაინც ლექსს გიწერ,
რომ არ ამკიდებ ვიცი სხვის ცოდვებს.
მე ერთგულება რაკი შეგფიცე,
ანგელოზი ხარ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2015-02-09 / 3:57 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - პათეტიკა / beqa qebuladze - patetika


მე შენზე რთული ვარ, შენ - ჩემზე მარტივი.
მე ვგავარ აპრილს და შენ ისევ თებერვალს…
მიაგე საშენო თითო სტროფს პატივი,
მიაგე ისე, რომ ავმაღლდეთ ერთხელაც.

მიაგე პატივი მგოსნეულ ამინდებს,
სანამდე ღრუბლები ატირდნენ ელვებად..
ვხედავ და ვწუხდები რომ აღარ დამინდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1367 / თარიღი: 2015-02-09 / 3:56 PM / ორშაბათი

საბა გოდერძიშვილი - პირველი ინსომნია / saba goderdzishvili - pirveli insomnia


ისე დარაჯობენ პროსპექტს დარაბები,
მგონი არც უბრალოდ სიმპატიები აქვთ.
მე კი მარტო ვარ და მეტი არაფერი,
ყველა წამსვლელთათვის მიპატიებია.

მიიწურა ღამის ერთი მესამედი,
გარეთ წვიმის წვეთებს ქუჩა აუვსია.
მხოლოდ ძილი არის რასაც ვისურვებდი,
მაგრამ სულში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1375 / თარიღი: 2015-02-09 / 3:49 PM / ორშაბათი

ირმა გურიელი - აპრილი / irma gurieli - aprili


ოი, რა ყოფილა ეს აპრილი,
უსიტყვოდ თავბრუ დამახვია...
მაინც, რა ყოფილა ეს აპრილი,
ვაი, რა ცეცხლში გამახვია!
კაბა ისე ჭრელი მომიქსოვა,
ველურ ყვავილების სადარია,
გული ვეღარ დგება საგულეში,
კვირტთა აფეთქებამ გადარია.
ვაი, რა ყოფილა ეს აპრილი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 1675 / თარიღი: 2015-02-09 / 3:46 PM / ორშაბათი

ირმა გურიელი - სასაცილოა ლექსის წერა / irma gurieli - sasaciloa leqsis tscera


სასაცილოა ლექსის წერა... მიეთ-მოეთი,
როდესაც შენ გყავს, რუსთაველი –მეფე-პოეტი.
შეება წყვდიადს და გააპო სივრცე ვერანი,
უკიდეგანოდ როცა მიჰქრის ტატოს მერანი.
სასაცილოა სურვილიც კი,
გერქვას ფრთოსანი,
როდესაც შენ გყავს, აკაკი და ვაჟა მგოსანი.
ბრძენი ილია, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1463 / თარიღი: 2015-02-09 / 3:45 PM / ორშაბათი

ირმა გურიელი - ხარ სიყვარულის საგალობელი / irma gurieli - khar sikvarulis sagalobeli


(ოდა თბილისს)
ისევ მწყურია შენი ალერსი,
ნაზი ჩურჩული ხეთა,
სიმღერად თქმული ცისფერი ლექსი,
წყალობა მაღალ ღმერთთა.
ლოცვა ხარ ჩემი, სულის ვედრება,
მწყურია შენით დაღლა,
აღელვებულ ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1548 / თარიღი: 2015-02-09 / 3:44 PM / ორშაბათი



შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0