Загрузка...
სულხან წულუკიძე - ლექსი როინ აბუსელიძეს - როის / sulkhan tsulukidze - leqsi roin abuselidzes - rois - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ლექსი როინ აბუსელიძეს - როის / sulkhan tsulukidze - leqsi roin abuselidzes - rois


7:15 PM
სულხან წულუკიძე - ლექსი როინ აბუსელიძეს - როის / sulkhan tsulukidze - leqsi roin abuselidzes - rois
ხორცის ტკივილამდე რაღაც გამიხარდა,
გრძნობის ასახსნელად სიტყვა აღარ მყოფნის,
შენ კი ჩემო როი გასაყოფი ხარ და
მთელი პოეზია არის განაყოფი.

ვწერ ლექსს გუშინდელი გრძნობით დაზაფრული,
უკვე აღარ მარცხვენს სხვათა ირონია,
შენში ბევრად მეტი არის გაზაფხული,
შენში ბევრად მეტი გალაკტიონია.

ვწერ და მოპოეტოს მათრობს სტრიქონები,
თვალებს აელვებულს მძიმედ ვახამხამებ,
თითქოს ამ სტრიქონებს დიდხანს ვიგონებდი,
თითქოს ბევრი დილა ასე დავაღამე.

ვიცი სირცხვილია სიტყვა ნაქურდალი,
ვიცი სიტყვის არ ვარ კარგი აკრობატი,
მაგრამ მაინც ვიტყვი - როი გენაცვალე,
მერე შავ ღვინოსაც დავლევ დათრობამდე

ხორცის ტკივილამდე რაღაც გამიხარდა,
გრძნობის ასახსნელად სიტყვა აღარ მყოფნის,
რადგან ყველა ლექსის ყველა სტროფი ხარ და
მე კი ამ სტროფებით უკვე ავადმყოფი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1066 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0