Загрузка...
სულხან წულუკიძე - წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ი / sulkhan tsulukidze - tscinamorbedi - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ი / sulkhan tsulukidze - tscinamorbedi


7:15 PM
სულხან წულუკიძე - წ ი ნ ა მ ო რ ბ ე დ ი / sulkhan tsulukidze - tscinamorbedi
წვიმაა ახლა რემბრანტის ფუნჯი,
უნდა დაგხატოს,
მე კი მოლბერტი
ვდგავარ,
ჰო ვდგავარ და რაღაც ფუჭი
მოგონებებით უკვე მოვბერდი.

წვიმს და ცრემლებად ილევა ზეცა,
ყველა წვეთი კი ბოროტად მიტევს,
პერანგებივით ოცნებებს ვკეცავ,
და ვხედავ როგორ გიხატავს თითებს

წვიმა -
ჩემს მკერდზე,
შენ კი ძლიერად,
მიჭერ და გულში მეკვრები ისე,
რომ დაეკარგა წვიმას იერი
და შემოღამდა ფიქრებში ცისებრ...

ვინა ვარ? ქვეყნად მოვედი რატომ,
საით მივდივარ ან რაღა მინდა,
როდემდე უნდა ვიარო მარტომ?
რემბრანტი ხატავს,
ფერადად წვიმს და

შავი ღრუბლები წვეთებს მესვრიან,
მე ვდგავარ ისევ, როგორც მოლბერტი,
ვდგავარ და ვიცი რომ ეს ლექსია,
ჩემი სიკვდილის წინამორბედი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1188 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0