მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - ვიღაცას ... / sulkhan tsulukidze - vighacas ...
8:03 PM სულხან წულუკიძე - ვიღაცას ... / sulkhan tsulukidze - vighacas ...
|
შენ სულ სხვა ლექსებს გაყევი ცოლად, ათასი კითხვა ტკივილებს ბადებს. რაღაც საოცრად დაეწყოთ ძრწოლა ოთახში ნაზად დაკიდულ ფარდებს.
შენ ალბათ ახლა იძინებ უკვე, მე კი ვდგები და ვიწყებ ხეტიალს, ყვითელ ხეივნებს ოცნებებს ვუკმევ რომელიც გულში არ დამეტია.
შენ მეცხრე ცაზე ხარ და მთებია, თმებს რომ გიღებავს მათი ნათება, მე კი სიტყვები მიბრაზდებიან ლექსში რომ სურდათ მოკალათება.
ოცნებით ვხატავ თვალებს,ასე რომ გაუხელელი მარტო დატოვე, და ჩემი ჩრდილი მინდა დავსერო ჩემს წინ რომ მიდის.კვლავ სიმარტოვე-
აგიჟებს სხეულს,თენდება უკვე, ეღება ბოლო უგზოდ ხეტიალს, და შენს მშვენებას იმ სიტყვებს ვუკმევ რომელიც ლექსზე ალბათ მეტია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1072 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|