მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - черт его знает (იუმორესკა) / sulkhan tsulukidze - черт его знает (iumoreska)
8:35 PM სულხან წულუკიძე - черт его знает (იუმორესკა) / sulkhan tsulukidze - черт его знает (iumoreska)
|
შევედი სახლში და მაგრად დამცხა, გახურებული გავვარდი გარეთ და გარეთ გასულს შემცივდა რაცხა, რატომ მჭირს ასე "черт его знает".
მტანჯველი ფიქრით თავი ვიტკინე, ქუთუთოებიც ამტკივდა მწარედ, გახსოვს ძვირფასო ყურზე მიკბინე, რატომ მიკბინე "черт его знает".
მე ისიც მახსოვს მე და შენ ორმა, სალობიოში ხარჩო რომ ვჭამეთ, შენ კიდევ ორი პორცია ტოლმა, რაფერ შეჭამე "черт его знает".
სხვაც ბევრნი იყვნენ სალობიოში, ჩვენ სამარილე რომ მოვიპარეთ, მსდევდი მაყრიდი მარილს თვალებში, რატომ მაყრიდი "черт его знает".
და ამ ამბავში დრო გადიოდა, დროს ვერაფერი ვერ დავუმალეთ, ქარი ქროდა და ქარი კიოდა, რა აკივლებდა "черт его знает".
მიყვარდი კარგო, მართლა მიყვარდი, მაგრამ რა ვუყოთ, ვერ გავიხარეთ, ვიცი ძვირფასო შენც რომ გიყვარდიმ მართლა გიყვარდი? "черт его знает".
აი ეს არის ჩემი სათქმელი, მე სხვას ვერავის ვერ შეგადარებ, მემახსოვრება შენი სახელი, მაგრამ რა გქვია?! "черт его знает".
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1106 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|