Загрузка...
სულხან წულუკიძე - მარიკა მიქელაძეს / sulkhan tsulukidze - marika miqeladzes - 6 თებერვალში 2015 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2015 » თებერვალი » 6 » სულხან წულუკიძე - მარიკა მიქელაძეს / sulkhan tsulukidze - marika miqeladzes


8:36 PM
სულხან წულუკიძე - მარიკა მიქელაძეს / sulkhan tsulukidze - marika miqeladzes
კვლავ თავჩარგული კითხულობ და გიყვარს ტერენტი,
სიტყვები როგორც გაფრენილი თეთრი მტრედები,
მე არ ვწერ ლექსებს, დამეწერა - შევიფერებდი,
მაგრამ ლექსისთვის გეფიცები არ მემეტები.

ეს სულ სხვაგვარი სონატაა, მე კი კლავიშებს,
დავემსგავსე და ველოდები უხმოდ ბეთჰოვენს,
აჰა, ავმღერდი ოცნებებმა თავი აიშვეს,
და ჩემს უაზრო რეალობას გამოვეთხოვე.

მაგრამ ვბრუნდები, ვერ ვერევი დროს და ამინდებს,
დროს დაუნდობელს, ამინდებს კი უფრო ცვალებადს,
იცი მე ძალმიძს, შემიძლია ცაში გავფრინდე,
თუმცა გაფრენა მაინც ნიშნავს გარდაცვალებას.

შენ კვლავ ვერ ხვდები, რადგან უფრო გიყვარს ტერენტი,
სიტყვები თეთრი მტრედებივით გითბობს იმედებს,
მე არ ვწერ ლექსებს, დამეწერა - შევიფერებდი,
მაგრამ ლექსისთვის გეფიცები ვერ გაგიმეტე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1016 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia leqsebi, sulkhan tsculukidze, სულხან წულუკიძის ლექსები, სულხან წულუკიძის პოეზია, sulxan wulukidze, sulxan culukidze, sulkhan tsulukidze, სულხან წულუკიძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0